ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები და ათასობით ლარი - სადახლოზე საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს არადეკლარირებული საქონელი აღმოუჩინეს

ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობები და ათასობით ლარი - სადახლოზე საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს არადეკლარირებული საქონელი აღმოუჩინეს

სადახლოზე არადეკლარირებული ფულისა და ძვირფასეულობის შემოტანის, ასევე  არადეკლარირებულ საქონელზე TAX FREE სერვისით სარგებლობისთვის სომხეთის, ჩინეთისა და საქართველოს მოქალაქეები დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 11 მაისს, სგპ "სადახლოსო საავტომობილოს" ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოსულ სომხეთის მოქალაქე კ.ჩ-ს ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა 15000 აშშ დოლარი აღმოაჩნდა.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, სომხეთის მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა სადახლოზე 13668 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ბრილიანტის ნაკეთობებიც აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 10 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტის, "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქე ი.შ. შემოვიდა. საბაჟო დათვალიერებისას მას ბარგში არადეკლარირებული საქონელი, ოქროს ნაკეთობები (16.55 გრ.), ვერცხლის მედალი (0.97გრ), ბრილიანტის თვლები (253ც.) და დაუმუშავებელი ალმასები (4ც.) აღმოაჩნდა. საქონლის საერთო ღირებულებამ 13668,26 ლარი შეადგინა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ი.შ-ს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 13668,26 ლარის ოდენობით.

არადეკლარირებულ საქონელზე TAX FREE სერვისით ისარგებლა ჩინეთის მოქალაქემ. შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 10 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტის "სადახლო-საავტომობილო" ტერიტორიაზე, სომხეთიდან ჩინეთის მოქალაქე ხ.ზ. შემოვიდა, რომელსაც არადეკლარირებული საქონელი (ფოტოკამერა, მობილური ტელეფონი) შემოჰქონდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ხ.ზ-მ 9 მაისს TAX FREE სერვისით ისარგებლა და აღნიშნულ საქონელზე დღგ-თი გათვალისწინებული თანხა დაიბრუნა.

საქონლის საერთო ღირებულებამ 4153,78 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, ხ.ზ-ს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 4153,78 ლარის ოდენობით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ