მსოფლიო მერვე საეკლესიო კრების მოლოდინშია

მსოფლიო მერვე საეკლესიო კრების მოლოდინშია

მართლმადიდებელი ეკლესიები რიგით მერვე მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევისთვის ემზადებიან. თარიღი უკვე დადგენილია.

მერვე კრების მოწვევის მიზეზთა შორის, საეკლესიო კალენდრის საკითხის, საეკლესიო დიასპორების იურისდიქციის, მარხვისა და სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ურთიერთობის დარეგულირება დასახელდა.

დიდი საყოველთაო მართლმადიდებლური კრება 2016 წელს სტამბოლში (კონსტანტინეპოლი, თურქეთი) ჩატარდება . თითოეული ეკლესიიდან იქნება 20 კაციანი წარმომადგენლობა (პრელატი). თითოეულს ექნება 1 ხმა. ყველა გადაწყევტილება მიიღება კონსესუსის პრინციპით და ერთხმად.

შეიქმნა სპეციალური კომისიაც, რომელიც მომაზადებს დიდი და წმიდა კრების ჩატარების პროგრამას და დეტალებს. კომისია 2014 წლის სექტემბრიდან 2015 წლის აღდგომამდე მუშაობდა და კრების მოსამზადებელ ყველა საკითხი განიხილა.

როგორც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, მსოფლიო კრებები იმართებოდა ერესებისაგან დაცვისა და ჭეშმარიტი რწმენის გამყარების მიზნით, ხოლო მოსალოდნელი საყოველთაო მართლმადიდებლური კრების მიზანი სხვაა - აჩვენოს თანამედროვე მსოფლიოს მართლმადიდებელ ერთა ერთიანობა.

"ჩვენ ვთვლით, რომ სანამ ეს კრება მოიწვევა, აუცილებლია დღის წესრიგში შეტანილი ყველა საკითხი განიხილოს და კონსესუსის მიხედვით შეთანხმდეს, გათვალისწინებული იქნას ყველა ეკლესიის ინტერესები, ასევე მომავალი დიდი კრების ჩატარების ფორმატიც შეთანხმდეს კონსესუსით. ამას გარდა აუცილებელია კიდევ ერთხელ გადაიხედოს ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ უკვე ვიმუშავეთ, რათა თანამედროვე მდგომარეობიდან გამომდინარე, გავამყაროთ ჩვენი პოზიციები" – აღნიშნა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ.

სიტყვით გამოსვლის დროს, ილია მეორემ მოახლოებულ კრებამდე საქართველოსთან დაკავშირებული ორი საკითხის გადაწყვეტაც მოითხოვა. ესენია: საქართველოს კუთვნილი ადგილის დაბრუნება ეკლესიების იერარქიაში და ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის გავრცელება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო კრება მართლმადიდებელი ეკლესიების უმაღლესი მმართველი ორგანოა. აქამდე ჩატარებულმა შვიდივე მსოფლიო საეკლესიო კრებამ სულიწმიდის სახელით გამოიტანა დადგენილებები და, წმინდა წერილზე დაყრდნობით, დოგმატიკა და საეკლესიო სამართალი შექმნა.

1.ნიკეის პირველი საეკლესიო კრება, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებად იქნა აღიარებული, 325 წლის ივნისში ნიკეაში ჩატარდადა ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

კრება მოიწვია ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, რათა ბოლო მოეღო ალექსანდრიის პატრიარქ ალექსანდრესა დაარიოზს შორის დავისათვის. არიოზი, ისევე, როგორც გნოსტიკოსები, უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია