როგორ მზადდება ხორცპროდუქტები საქართველოში?

როგორ მზადდება ხორცპროდუქტები საქართველოში?

მაღალი ხარისხის ნედლეული და ზუსტი ტექნოლოგიური პროცესი - ის, რაც ხარისხს განაპირობებს

სოსისი, სარდელი, ძეხვი - მანამ, სანამ ეს ხორცპროდუქტები საწარმოდან სარეალიზაციო ქსელში მოხვდება, საკმაოდ რთული და სკურპულოზურად დაგეგმილი პროცესია გასავლელი. ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა მათი დამზადების ტექნოლოგიას ენიჭება. ამ მხრივ უდიდესი ტრადიცია გერმანიას აქვს. ხორცის დამზადების კულტურა სწორედ ამ ქვეყნიდან მოდის. საუკუნეების წინ, სახლის პირობებში პრიმიტიულად დაწყებული წარმოება, დღესდღეობით 1500 სახეობის ძეხვეულს მოიცავს, რომლებიც თავისი გემოთი და ხარისხით მსოფლიოში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს.

გერმანიაში ხორცპროდუქტების დამზადების სტანდარტები უმაღლეს დონაზეა აყვანილი. საწარმოო პროცესი, ნედლეულისა თუ სანელებლების შერჩევა მკაცრად კონტროლდება და მაღაზიებში მოხვედრამდე ძალიან ბევრ შემოწმებას გადის, შესაბამისად, უმაღლესი ხარისხის ძეხვეული ყოველთვის გერმანულ ხორცპროდუქტებთან ასოცირდება. ძეხვეულის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი საქართველოშიც, თუმცა მათი დამზადების ტექნოლოგია და ხარისხი მომხმარებელში მაინც გარკვეულ კითხვებს იწვევს.

არის თუ არა საქართველოში ხორცპოდუქტების დამზადების სტანდარტები მიახლოვებული ევროპულთან, რა ნედლეულის გამოყენება ხდება საწარმოო პროცესში, რა გზას გადიან ისინი სარეალიზაციო ქსელში მოხვედრამდე - ამ და სხვა კითხვებით bpn.ge ხორცპროდუქტების ტექნოლოგს ნანა პერტენავას ესაუბრა, რომელიც 16 წელია კომპანია ”ნიკორაში” მუშაობს. მანამდე კი შესაბამისი განათლება ბერლინში, ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო და პრაქტიკაც გერმანიაში გაიარა.

ნანა პერტენავა: გერმანელებს ხორცპროდუქტების მხრივ ძალიან დიდი და დახვეწილი ასორტიმენტი აქვთ. გერმანული ხარისხის პროდუქცია მსოფლიოში ცნობილია და ეს ეხება არა მარტო ხორცპროდუქტებს. ხარისხი ამ ქვეყნის სავიზიტო ბარათია. შესაბამისად, ძალიან მაღალი ხარისხის ნედლეული აქვთ. ცხოველი სწორად გაზრდილია, სწორად ნაკვებია, ასევე სწორად ხდება მისი დაკვლა. შეიძლება ვიღაცას სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ თუ ცხოველმა დაკვლის წინ სტრესი მიიღო, შეეშინდა, ამ შემთხვევაში ხორცი ისეთი ხარისხის არ იქნება, როგორიც უნდა იყოს. თუ ცხოველი არასწორად დაიკვლება, ჩნდება სისხლჩაქცევები და ეს ყველაფერი ამ ხორცის შენახვის ვადებსა და მის ხარისხზე ძალიან ცუდად აისახება. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს საქონლის გაზრდას, საკვებს, დაკვლის წესს. როდესაც კარგი, მაღალი ხარისხის ნედლეული გაქვს, შესაბამისად, პროდუქციაც მაღალი ხარისხის გამოდის.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია