"შვილებმა ყველაფერი იციან, მუდარით შემომცქერიან, - დედიკოს რამე უშველეო..." - ახალგაზრდა ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის

"შვილებმა ყველაფერი იციან, მუდარით შემომცქერიან, - დედიკოს რამე უშველეო..." - ახალგაზრდა ქალი სიცოცხლისთვის იბრძვის

"როცა მხოლოდ ჩემი დის ტკივილების შემსწრე ვიყავი, თითქოს ძალას ვიკრებდი, რომ მისთვის რაღაც გამეკეთებინა, ახლა მარიამი და საბა ისეთ დღეში არიან, ბავშვები გონზე რით მოვიყვანო, აღარ ვიცი."

იმაზე საშინელბაა არაფერია, როცა ძვირფასი ადამიანი თვალსა და ხელს შუა გიქრება და ვერაფერს შველი, მით უფრო, როცა იცი, რომ საშველი არსებობს, მაგრამ ამისთვის საჭირო ფინანსები არ გაქვს.

13 წლის მარიამი და 10 წლის საბა შეიძლება დაობლდნენ, - მათ დედიკოს, ირმა კიღურაძეს ძვლის ტვინის სიმსივნე - მეოლომა აქვს და თუ ძვლის ტვინი დროულად არ გადაუნერგეს, ალბათ ყველაფერი ცუდად დამთავრდება. მარიამმაც და საბამაც იციან, რომ დედა ძალიან ცუდადაა, მათი ოცნება მხოლოდ დედიკოს გამოჯანმრთლებაა. ავადმყოფობით გატანჯულ დედას რომ ხედავენ, ცდილობენ ტკივილები ჩახუტებით დაუამონ. დედის ყოველ კვნესაზე მზად არიან შეუძლებელიც შეძლონ, მაგრამ ისინი ვერასოდეს შეძლებენ 51 000 დოლარის შოვნას. სწორედ ეს ფულია საჭირო იმისთვის, რომ ირმას თურქეთში ძვლის ტვინი გადაუნერგონ, რის შემდეგაც ექიმები გამოჯამრთელების გარანტიას აძლევენ. სამწუხაროდ, სახელმწიფო ასეთ ოპერაციას არ აფინანსებს.

ირმა კიღურაძემ შიშსა და სასოწარკვეთაში აქამდეც ლამის მთელი ცხოვრება გაატარა, - ის 16 წლის იყო, მისი და მირანდა კი - 17-ის, როცა სოხუმში სახლი დატოვეს და რადგანაც არც ერთმა გემმა და თვითმფრინავმა არ წამოიყვანა, ჭუბერის ფათერაკიანი გზით გამოექცნენ სიკვდილს. მას შემდეგაც თან უსახლკარობა და შეჭირვება სდევდათ. ბოლოს სული ოდნავ რომ მოითქვეს და ბათუმში ოჯახები შექმნეს, ეს უბედურებაც დაატყდათ.

- სოხუმში რომ ვყოფილიყავით, ეს არ მომივიდოდა, არა? - ხშირად ეკითხება ირმა ერთადერთ დას, მირანდა ვერაფრერს პასუხობს, მარტო იმას ცდილობს ცრემლები შეიკავოს და დას უიმედობა არ აგრძნობინოს, ჩვენთან საუბრისას კი ტირილს ვეღარ იკავებს და აცრემლებული გვიყვება:

- ეს უბედურება იანვარში დაგვატყდა თავს, როდესაც ირმას ხელი დაუსივდა და ექიმებმა, ანტიანთებითი ნემსები დაუნიშნეს. გაიკეთა ეს ნემსები და რომ არაფერი ეშველა, ისევ ექიმებთან დაიწყო სიარული. ბოლოს და ბოლოს სისხლის ანალიზი მოსთხოვეს და მაშინ გაირკვა ყველაფერი. ღმერთმა ყველა დაიფაროს მსგავსი შოკისგან, - ახლა პირდაპირ ამბობენ ექიმები ყველაფერს და ჩემს დასაც უთხრეს, რაც სჭირდა. სახლში რომ მოვიდა, კარგა ხანს დადუმებული იჯდა, ბოლოს როგორც იქნა გაგვიმხილა, თუმცა იქვე გაგვაფრთხილა, - დედას არ უთხრათ, ამას ვერ გადაიტანსო.

ვაქვეყნებთ საბანკო ანგარიშის ნომერს:

მიმღები ბანკი:

სააქციო საზოგადოება"საქართველოს ბანკი".

ბანკის კოდი: BAGAGE22.

გაგარინის ქ.29ა. თბილისი 0160, საქართველო.

მიმგების ანგარიშის ნომერი ეროვნულ ვალუტაში: GE59BG0000000714105600

მიმღების დასახელება: კიღურაძე მირანდა

ტელეფონი: (99532)2444 4444

ელ-ფოსტა: welcome@bog.ge

პირადი ნომ: 62001000593

საკონტაქტო ნომ: 593 51 95 94

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია