მინისტრები ნოდარ ხადურის მოსალოდნელ გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებენ

მინისტრები ნოდარ ხადურის მოსალოდნელ გადადგომასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე კომენტარს აკეთებენ

მინისტრთა კაბინეტის წევრები ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის მოსალოდნელი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც რამდენიმე მინისტრმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, მსგავსი ინფორმაციის შესახებ არ სმენიათ.

"მსგავსი არაფერი გამიგია. ბატონი ნოდარი მუშაობს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე და არანაირი კონსულტაციების შესახებ მისი შესაძლო შეცვლის საკითხზე ჩემთვის ცნობილი არ არის", - განუცხადა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

აღნიშნულ თემაზე მედიამ შეკითხვა დაუსვა გარემოს დაცვის მინისტრსაც. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, აღნიშნულის თაობაზე ის ინფორმირებული არაა. "ასეთი ინფორმაცია ჩემთვის ცნობილი არ არის", - აღნიშნა აგულაშვილმა.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნოდარ ხადური თანამდებობას EBRD-ის ღონისძიებების შემდეგ დატოვებს.

ინფორმაციას "პირველი რადიო" უმრავლესობის წევრებთან პირადი საუბრისას მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს და დასძენს, რომ ხადურის გადადგომასთან დაკავშირებით გადაწვეტილება უკვე მიღებულია.

"აღსანიშნავია ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის წინ ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ განაცხადა, რომ "ერთ-ორი მინისტრის შეცვლა" მთავრობაში კიდევ არის მოსალოდნელი... ხადურის შეცვლასთან დაკავშირებით საუბარი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზეც იყო", - წერს გამოცემა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."