საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან

საინტერესო ფაქტები ერიხ მარია რემარკის ცხოვრებიდან

"ჩემი რჩეული მსოფლიოს" სერიაში მართლაც გამორჩეული ავტორის - ერიხ მარია რემარკის რვატომეულის გამოცემამ ბევრი მკითხველი გაახარა, რის გამოც მისი თხზულებებისა და ცხოვრების შესახებ საინტერესო ამბების მკითხველისთვის მიწოდება გადავწყვიტეთ. მით უმეტეს, რომ ამ მწერლის შემოქმედებასაც და ბიოგრაფიასაც ბევრი უჩვეულო მოვლენა თუ ფაქტი სდევს.

ალბათ ბევრმა მისმა თაყვანისმცემელმაც კი არ იცის, რომ რემარკის ლიტერატურული ნიჭი მცირე ასაკიდან ეჯიბრებოდა მხატვრისა და მუსიკოსის მონაცემებს. ის სასკოლო გუნდში მღეროდა, კარგად უკრავდა ფორტეპიანოსა და ორგანზე, ცდილობდა, დაეწერა ნაწარმოებები ორივე ინსტრუმენტისთვის; შემდგომ " ატარებდა მუსიკის გაკვეთილებს; ძალები მუსიკალური კრიტიკის ასპარეზზეც მოუსინჯავს. ხელოვნების ამ სამი დარგის მიმართ ნიჭს მისი პირველი რომანის გმირიც ფლობს. მაგრამ ამ ნაწარმოების "დასავლეთის ფრონტი უცვლელია" ავტობიოგრაფიულობა მაინც, უფრო მეტად, სამხედრო "კარიერაშია" გამოხატული. 1898 წელს დაბადებული რემარკი 1916 წელს, სკოლის მერხიდან პირდაპირ არმიაში გაიწვიეს...

რომანის გამოსვლის შემდეგ, ბინაში, რომელსაც მაშინ მწერალი ბერლინში ქირაობდა, უწყვეტად მოდიოდა უამრავი წერილი, უპირატესად " ომის მონაწილეთაგან. ისინი მადლიერებასა და პატივისცემას გამოხატავდნენ იმ სასაკლაოს მთელი სიცხადით ასახვისთვის, რომელშიც ერები იქნენ ჩათრეული. ეს წერილები რემარკს აღელვებდა, თუმცა (სადაც მისით ძალიან ამაყობდნენ), ცდილობდა, სახლიდან იშვიათად გამოსულიყო.

არმიიდან დაბრუნების შემდეგ, ჯერ საშუალო განათლება დაასრულა, ხოლო მერე ბევრი პროფესია მოსინჯა: იყო ბუღალტერი, კომივოიაჟორი, ქვის მთლელი სასაფლაოზე, საფლავის ქვების გაყიდვების აგენტი, მძღოლი-გამომცდელი, ფსიქიატრიული კლინიკის ტაძრის ორგანისტი, საჯარო სკოლის მასწავლებელი. პროფესიონალ პიანისტად ჩამოყალიბებაში საომარ მოქმედებებში მიღებულმა ჭრილობებმა შეუშალა ხელი.

როცა 1925 წელს საცხოვრებლად დედაქალაქში გადავიდა, სპორტული გაზეთის "შპორტ იმბილდის" მხატვრულ რედაქტორად დაიწყო მუშაობა.

უნდა აღინიშნოს, რომ უამრავი მისასალმებელი წერილისა და გამოხმაურების გვერდით, უარყოფითი და დამამცირებელი ბარათებიც ერია. ისინი უმეტესად, პროფაშისტური ბანაკიდან იგზავნებოდა " იმ წრეებიდან, რომელთა წარმოდგენებიც ომის შესახებ მწერლის მოსაზრებებისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

1930 წელს, რემარკის დევნა მესამე რაიხის მომავალი პროპაგანდის მინისტრის - გებელსის მიერ ახალი ძალებით გაჩაღდა. 1929 წელს ამერიკელმა კინორეჟისორმა ლუის მაილსტოუნმა (რომელიც ასევე პირველი მსოფლიო ომის მონაწილეც იყო) რომანის ეკრანიზაცია დაასრულა. ფილმმა წარმატებით მოიარა მსოფლიო. პრემიერა ბერლინში, მოცარტის დარბაზშიც დაიგეგმა, მაგრამ ნაცისტებმა ობსტრუქცია მოაწყვეს და კინოჩვენება ჩაშალეს. მათ ეკრანს დამპალი ვაშლები და ლაყე კვერცხები დაუშინეს, დარბაზში ვირთხები გაუშვეს, ცემინების გამომწვევი ფხვნილიც მოაფრქვიეს, ყველა მომდევნო სეანსის ბილეთები შეიძინეს და საბოლოოდ იმას მიაღწიეს, რომ 1930 წლის დეკემბერში, კინემატოგრაფიულმა კომისიამ, რომელიც ჰიტლერულ მთავრობას წინააღმდეგობას ვერ უწევდა, ფილმის ჩვენება მთელ გერმანიაში აკრძალა.

რამ გამოიწვია წარმატება? ალბათ იმან, რომ მიუხედავად ათი წლის გასვლისა, პირველი მსოფლიო ომის მოგონებანი ადამიანებში ისევ მტკივნეულად ცოცხლობდა. დრომ ვერ მოასწრო ყველა თანამდევი ჭრილობის მოშუშება: ფსიქოლოგიურის, მორალურის, მატერიალურისა და ეკონომიკურის. ავტორს, რომელიც ომზე წერს, არ შეუძლია შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი - ასეთია ამ ჟანრის სპეციფიკა. წიგნის ეპიგრაფში ნათქვამია, რომ თხზულება "არ წარმოადგენს არც ბრალდებას და არც აღსარებას", მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ავტორის ლიტერატურული ხერხია. რემარკის აღსარებითი ტონი მისი სტილის დომინირებადი თავისებურებაა და ის მკითხველზე პირველივე წინადადებებიდან იწყებს ზემოქმედებას.

1939 წელს რემარკი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა, სადაც ლიტერატურულ მოღვაწეობას კინემატოგრაფში მუშაობაც შეუთავსა. ის დაუახლოვდა ბევრ გამოჩენილ კინორეჟისორსა და მსახიობს, მათ შორის _ მარლენ დიტრიხსა და გრეტა გარბოს; ასევე, ჩარლი ჩაპლინის პარტნიორს _ პოლეტ გოდარს, რომელიც საბოლოოდ მისი მეუღლე გახდა. მწერალთან თანამშრომლობის საფუძველზე გადაიღეს ფილმები მისი რომანების მიხედვით: "დაბრუნება", "სამი მეგობარი"...

შეგახსენებთ, რომ ერიხ მარია რემარკის "დაბრუნება" დღეს გამოვიდა ჟურნალ გზასთან ერთად და 21 მაისამდე გაიყიდება. წიგნის ფასი ჟურნალთან ერთად,  7 ლარს გაუტოლდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია