ორიოდე სიტყვა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე - ირაკლი ოქრუაშვილი

ორიოდე სიტყვა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნაზე - ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე, თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნას ეხმაურება:

"ოდნავ დაგვიანებული ორიოდე სიტყვა თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით.

ბოლო დღეებში ხშირად მესმოდა ირონიული შეფასებები იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება თავდაცვის უწყებას ქალი ხელმძღვანელობდეს, აღარაფერს ვამბობ იმ მოქილიკეებზე, რომლებიც რესპუბლიკელის დანიშვნას აპროტესტებდნენ. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უწყებას ბოლო ათწლეულებში იმდენი "მარქშეიდერი" მამაკაცი ხელმძღვანელობდა, რომ თინა მათ ფონზე უდაოდ პროფესიონალი იქნება. მეორე, მის ზოგიერთ წინამორბედ მინისტრ მამაკაცს ერთად აღებულს ბევრად ჯობია (განსაკუთრებით გამბედაობაში, სიტყვა კაცობას არ ვიხმარ). წარმატებები...

P.S. ყველაზე კომიკურად მისი "ენაწყლიანი" წინამორბედის კრიტიკა ჩანდა, რომელსაც აგური აგურზე არ დაუდია ჯარის მშენებლობისთვის, ან როგორ დადებდა 36 მილიონიანი თავდაცვის ბიუჯეტის ფონზე", - წერს ირაკლი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია