კახეთის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის ისტორია - ერთ ღამეში ამოხოცილი ოჯახის 17 წევრი

კახეთის ყველაზე სისხლიანი ტრაგედიის ისტორია - ერთ ღამეში ამოხოცილი ოჯახის 17 წევრი

სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში დღესაც დგას სახლი, რომლის კედლებიც გაუგონარი ტრაგედიის მომსწრეა. 1921 წელს მე-11 არმიის რუსმა ჯარისკაცებმა, ელაშვილების ოჯახში 17 ადამიანი ერთ ღამეში ამოხოცეს. მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვები, მეძუძური დედა და ორსული ქალი.

ნასვამ რუს ჯარისკაცებს ელაშვილების ოჯახში დიდძალი ფული ეგულებოდათ, ყაჩაღებმა პირველ რიგში, ფული და ძვირფასი ნივთები მოითხოვეს. სწორედ ამ დროს, ოჯახის დიასახლისმა, მძარცველთა შორის ნათლიის ძმა - პეჩინსკი ამოიცნო. პეჩინსკის შურისძიების შეეშინდა და ოჯახის ყველა წევრის მოკვლის განკარგულება გასცა...

ელაშვილების ოჯახის ტრაგედია, ერთ-ერთია იმ ექსკლუზიური და უცნობი ისტორიებიდან, რომელსაც 23 მაისიდან "პალიტრა TV"-ს ეთერში იხილავთ. ყოველ შაბათს, 20:00 საათზე, გადაცემა "ლურჯი ვაშლი" წარმოგიდგენთ იმას რაც ჯერ არსად გინახავთ, ისტორიებს რომლებიც ჯერ არ გაგიგიათ, პერსონებს, რომლებსაც ჯერ არ იცნობთ...

იხილეთ ფრაგმენტი სიუჟეტიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია