"რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი" - გელა ჩარკვიანის გულახდილი ინტერვიუ

"რომ შემეძლოს, ირაკლის ცხოვრებაში მხოლოდ იმას შევცვლიდი, რომ გავაცოცხლებდი" - გელა ჩარკვიანის გულახდილი ინტერვიუ

"თვითმფრინავის ამბავი ირაკლის რომც სცოდნოდა, მაინც არ წავიდოდა, ოჯახს არ გაწირავდა"

"შევარდნაძემ რამდენჯერმე მითხრა კიდეც, ეს შენი ირაკლი რა ჭკვიანი ბიჭიაო. ირაკლი თუ ვინმეს აღიზიანებდა, მხოლოდ დაკომპლექსებულ საზოგადოებას და იმ მოღვაწეებს, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში მონოპოლია ჰქონდათ აღებული სიდიადეზე."

პოლიტიკაზე ნაკლებს ლაპარაკობს, მიიჩნევს, რომ მის ასაკში ადამიანმა ფილოსოფიაზე უფრო უნდა ილაპარაკოს, ვიდრე პოლიტიკაზე, არც ადამიანების პარტიულობა და ძალაუფლებისთვის ყოველდღიური ბრძოლები აინტერესებს, მისთვის მთავარი იდეოლოგიაა. როგორც თავად ამბობს, ის ზომიერი ლიბერალია და ადამიანებისგანაც თავისუფლების, სხვათა უფლებების პატივისცემის და საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის მხარდაჭერას მოითხოვს. საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი იყო, ასევე ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მასწავლებელი გახლდათ. მიიჩნევს, რომ მოსწავლემ მოლოდინი არაერთგზის გაუმართლა, მათ შორის მაშინაც, როცა ქვეყანაში ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეიცვალა და მან დამარცხება საჯაროდ აღიარა. ამგვარი რამ რეგიონში პირველად მოხდა. ყველაზე დიდი ტკივილი მეუღლე და შვილია, დიდი იმედი კი - შვილიშვილი...

ჩვენი შესავლის მიხედვით, ალბათ არ უნდა იყოს რთული გამოსაცნობი, რომ "კვირის პალიტრის" რესპონდენტი გელა ჩარკვიანია.

ირაკლი

- ირაკლის თვითმფრინავის გატაცების ამბავი კარგად აქვს აღწერილი წიგნში. გეგა კობახიძე ირაკლისთან კი მეგობრობდა, მაგრამ ასევე მეგობრობდა იმ ჯგუფებთანაც, რომლებსაც განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდათ. ამის შესახებ ირაკლის რომც სცოდნოდა, მაინც არ წავიდოდა, ჩვენ არ გაგვწირავდა, მას ოჯახისადმი სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდა. რომ წასულიყო, მასაც დახვრეტდნენ ალბათ... იმ პერიოდში ისეთი ადამიანიც კი დახვრიტეს, რომელსაც პირდაპირი კავშირი არც ჰქონია ამ საქმესთან. ამ ტრაგედიამ რასაკვირველია ძალიან ცუდად იმოქმედა ირაკლიზე. შემდეგი ტრაგედია იყო ნიჭიერი ახალგაზრდა, ირაკლი კოსტავა, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო... ირაკლის მეგობრებიდან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი. როგორც ირაკლი ამბობს: "სათქმელი მოკლედ უნდა თქვა და კარი გაიხურო...

- პოლიტიკოსთა ოჯახისთვის რამდენად მისაღები იყო "მეამბოხე" შვილი?

- ეს მეამბოხეობა ხომ პოლიტიკური არ იყო... მასაც ჩემსავით მხოლოდ იდეოლოგია აინტერესებდა. იდეოლოგიურად ირაკლი ჩემი იყო. ის ლიბერალი გახლდათ და ზუსტად ისეთივე მრწამსის, როგორიც მე, ამიტომ მისი პროტესტი საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის წინააღმდეგ იყო მიმართული და პოლიტიკური ხასიათი ნაკლებად ჰქონდა. ჩემთვის ამას არავითარი დისკომფორტი არ შეუქმნია. არც შევარდნაძე იყო კონსერვატორი, ჩვენში მასზე ბევრი რამ არ იციან, ის ძალიან ადვილად იღებდა და ახალისებდა კიდეც მთელ იმ ხელოვნებას, რომელიც გასული საუკუნის 70-იანებში შეიქმნა. იქნებოდა ეს რობერტ სტურუას, ოთარ იოსელიანის თუ სხვათა ნამოღვაწარი... მან მისცა გზა ყველას. შევარდნაძემ რამდენჯერმე მითხრა კიდეც, ეს შენი ირაკლი რა ჭკვიანი ბიჭიაო. ირაკლი თუ ვინმეს აღიზიანებდა, მხოლოდ დაკომპლექსებულ საზოგადოებას და იმ მოღვაწეებს, რომლებსაც საბჭოთა ეპოქაში მონოპოლია ჰქონდათ აღებული სიდიადეზე. ირაკლი ძალიან კარგი მელოდისტი იყო და თავისებურად აგრძელებდა ქართული მელოდიური სიმღერის ტრადიციას. თუმცა, ხშირად წერდა ავანგარდულ მანერაში, ქმნიდა ახლებურ ქართულ როკს და, რა დასამალია, ეპატაჟიც სიამოვნებდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია