სოფელ აძვთან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ახალგაზრდა დააკავეს

სოფელ აძვთან ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ახალგაზრდა დააკავეს

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ აძვის განაპირას, ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ახალგაზრდა - კოკორიანი და თანაშვილი დააკავეს. ერთი მათგანი 1997 წელს არის დაბადებული, მეორე კი, 1999 წელს. ე.წ. მესაზღვრეებმა ახალგაზრდები მაშინ დაააკვეს, როდესაც ისინი სოფლის განაპირას პირუტყვს აძოვებდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ორივე მათგანი ცხინვალის მილიციაშია გადაყვანილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის კურსშია ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე სამართალდამცავები. ბოლო ორი დღის განმავლობაში, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ოთხი ადამიანის დაკავება მოხდა. ამ დროისთვის ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ასევე რჩებიან კასპის რაიონის სოფელ საკორინთოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული მამაკაცებიც.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია