როგორ გამოიყურებოდა სასტუმრო "არმაზი" ტრაგედიამდე

როგორ გამოიყურებოდა სასტუმრო "არმაზი" ტრაგედიამდე

ქობულეთში დამწვარი სასტუმრო "არმაზის" მფლობელებმა ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს მიუსამძიმრეს. ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა ბათუმში ბრიფინგი გამართეს და მოსახლეობას თხოვნით მიმართეს, რომ თუკი ვინმემ რაიმე დეტალი იცის ხანძართან დაკავშირებით, განაცხადოს და დაეხმაროს გამოძიებას. როგორც ლია ართმელაძემ აღნიშნა, მას საქმის ობიექტურად გამოძიების იმედი აქვს.

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ჩემს ოჯახში დატრიალდა. არა მხოლოდ ჩემი ოჯახი და ახლობლები, მთელი ქობულეთი გამოვთქვამთ მწუხარებას. ჩვენი ერთადერთი მიზანია, ამ ტრაგედიის შესახებ, რომელსაც 3 ბავშვის სიკვდილი მოყვა, გაირკვეს ყველა დეტალი. ყველა პირს, თუკი ვინმეს რაიმე ინფორმაცია გააჩნია, ვთხოვ, მოვიდეს და თქვას მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე, ეს ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია", - აღნიშნა ლია ართმელაძემ.

ოჯახის წევრის, ჯემალ ართმელაძის განცხადებით, ანსამბლის ხელმძღვანელი გოგი მარღანია 10 წლის განმავლობაში დადიოდა სასტუმრო "არმაზში" და მათ პრობლემები არასდროს ჰქონიათ. ჯემალ ართმელაძე მოსახლეობას ინფორმაციის მიწოდებასა და გამოძიების სწორად წარმართვაში დახმარებას სთხოვს:

"ჩემი ვერც ერთი სიტყვა ვერ მიეშველება იმ წუხილის შენელებაში, რაც იმ ოჯახებს აქვთ. მეც იმათ რიგებში ვდგავარ, მთელი ჩემი ოჯახით. ყველა ადამიანი, ვინც რაიმე იცის ამის შესახებ, უფლის წინაშე უნდა იყოს მართალი და დაეხმაროს გამოძიებას. იმედია, რომ ყველა იტყვის სიმართლეს და დადგინდება ამ საქმის ყველა დეტალი", - აღნიშნა ჯემალ ართმელაძემ.

როგორც ოჯახის წევრებმა განაცხადეს, მათთან ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ მისულან და მომხდარის გამო წუხილი არ გამოუთქვამთ.

ამასთან, ოჯახის წევრებმა Ambebi.ge-ს მიაწოდეს ფოტომასალა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გამოიყურებოდა სასტუმრო "არმაზი" ტრაგედიამდე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია