"ბიბლუსი" და იტალიური კაფე-სანაყინე "ჩი გუსტა" ხვალ ნაყინის დღესასწაულს გამართავს

"ბიბლუსი" და იტალიური კაფე-სანაყინე "ჩი გუსტა" ხვალ ნაყინის დღესასწაულს გამართავს

"ბიბლუსი" და იტალიური კაფე-სანაყინე "ჩი გუსტა" ხვალ მრგვალ ბაღში ნაყინის დღესასწაულს გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს , ნაყინის დღესასწაული 12:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება.

ღონისძიების ორგანიზატორები დამსწრე საზოგადოებას საყინის სეზონის გახსანასა და "ჩი გუსტასთან" ერთად ბედნიერ ბავშვობაში მოგზაურობას ჰპირდებიან.

ორგანზიატორების განცხადებით, მრგვალ ბაღში მისულ საზოგადოებას ელის უგემრიელესი ნაყინი განსაკუთრებულ ფასად (2 ლარიდან), ასევე მუსიკა Dჟ-ის თანხლებით, სპეციალური გასართობი პროგრამა პატარებისათვის, უფასო ბიბლიოთეკა "ბიბლუსისგან", შეხვედრა საბავშვო ავტორთან, გურამ პეტრიაშვილთან და ფასდაკლება "პალიტრა L"-ის წიგნებზე.

უფრო კონკრეტულად კი მრგვალ ბაღში ხვალ, 12:00 საათიდან Dჟ დაუკრავს, 13:00 საათზე საბავშვო გასართობი პროგრამა დაიწყება (გაგრძელდება 3 საათი), ხოლო 14:30 საათზე გურამ პეტრიაშვილთან შეხვედრა გაიმართება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია