რომან გოცირიძე: "მთავრობა დაუკრეფავში გადავიდა..."

რომან გოცირიძე: "მთავრობა დაუკრეფავში გადავიდა..."

"ეკონომიკური განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელის, რომან გოცირიძე,ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებას ეხმაურება.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ "მთავრობა დაუკრეფავში გადავიდა". ეკონომიკური ექსპერტის განცხადებით, მთავრობისათვის მნიშვნელოანი გახდა არა პრობლემის მოგვარება, არამედ კრიზისიდან მშრალად გამოსვლა.

" მთავრობა დაუკრეფავში გადავიდა. წამყვანი კომერციული ბანკების (რეალურად მათი კლიენტების) ტრანსაქციების გასაჯაროებას ითხოვს და ამით უნდა ლარის გაუფასურებაში ახალი განტევების ვაცი გამოძებნოს. საგარეო ფაქტორის არგუმენტი არ გამოდგა დამაჯერებელი. ახლა საშინაოს ეძებენ, ოღონდ არა იქ, სადაც საჭიროა. თუ კარგად მიმოთხრიან, დამარხულ ძაღლის თავს მალევე მიაგნებენ. თითო ცალს თითქმის ყველა სამინისტროში. ფინანსთა სამინისტროში თხრაც არაა საჭირო, ზედაპირზევე დევს( ბიუჯეტი), ისევე როგორც ენერგეტიკაში( ტარიფები). მთავრობისათვის მნიშვნელოანი გახდა არა პრობლემის მოგვარება, არამედ კრიზისიდან მშრალად გამოსვლა. არ გამოვა!"-ნათქვამია რომან გოცირიძის განცხადებაში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."