ზაქარეიშვილი: "ეს არის პროვინციალური დამოკიდებულება... პუტინი რომ არ იქნება უკეთესი სიტუაცია იქნება?"

ზაქარეიშვილი: "ეს არის პროვინციალური დამოკიდებულება... პუტინი რომ არ იქნება უკეთესი სიტუაცია იქნება?"

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის იმ ნაწილს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 31%-ი მხარს უჭერს ქვეყნის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას. პაატა ზაქარეიშილმა ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლები პოლიტიკა არის ევროპისკენ სწრაფვა რუსეთთან კონფრონტაციის გარეშე.

ზაქარეიშვილს ის განცხადება გაახსენეს, სადაც ის აცხადებდა, რომ  "პუტინი მტერი არ არის". ზაქარეიშვილის განცხადებით, პუტინი ვერ იქნება მტერი რადგან ერთი კონკრეტული ადამიანი სახელმწიფოს მტერი არ შეიძლება იყოს. მან მოუწოდა ჟურნალისტებს "ნუ დააკნინებენ საქართველოს სახელმწიფოებრიობას". გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, რუსეთთან კონფრონტაციის რეჟიმში ყოფნა დაუშვებელია.

"მერკელი იყო მოსკოვში და ერთხელაც არ უხსენებია ჰიტლერი, სულ ამბობდა ნაციონალურ სოციალისტური გერმანია. ანუ კეთილი ვინებოთ და ნუ ვაკნინებთ სახელმწიფო საქართველოს. ერთი ადამიანი ვერ იქნება სახელმწიფოს მტერი. ეს შეიძლება იყოს რუსეთი. მითუმეტეს პუტინს აქვს 75%-იანი ნდობა რუსეთში და კეთილი ვინებოთ და ამას თვალი გავუსწოროთ. ეს არის პროვინციალური დამოკიდებულება, რომ ერთ ადამიანზე გადაგვაქვს აქცენტი... რა პუტინი რომ არ იქნება უკეთესი სიტუაცია იქნება?"-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ასევე იხილეთ:

-"ქვეყანაში დგას რუსული პროპაგანდის სერიოზული პრობლემა... საქართველომ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა" - ხათუნა ლაგაზიძე

-უკანალზე ყიდით სამშობლოს... -ფიზიკური დაპირისპირება "რეაქციაში"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."