8 მაისს, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული მძარცველი თავს დაესხა მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სავალუტო ჯიხურს და ჯიხურის თანამშრომელს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ფული მოსთხოვა. სავალუტო ჯიხურის თანამშრომელმა თავდამსხმელს წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც მძარცველმა ჯიხურის მეპატრონეს ცეცხლი გაუხსნა და ფეხის არეში დაჭრა.
დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა. ვიდეო დღეს, სავალუტო ჯიხურის მეპატრონის შვილმა, საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა.
"უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მამაჩემის ყოველთვის მეამაყებოდა, ამ შემთხვევამდე და ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებით, ათ და ასმაგად მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ", - წერს ავტორი.
წყარო| Facebook/ ლევან ბექაური:
"მოკლედ ეს კადრები დააფიქსირა ერთერთმა კამერამ... ვიდეოზე აღბეჭდილია, თუ როგორ ცდილობს 57 წლის მამაკაცი, დააყაჩაღოს მამაჩემი 8 მაისს ...
უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მამაჩემის ყოველთვის მეამაყებოდა, ამ შემთხვევამდე და ამ შემთხვევის შემდეგ განსაკუთრებით, ათ და ასმააგდ მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ
ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაეხმარა მამაჩემს... ვინც გვერდში დაუდგა მორალურად და ფიზიკურად...
იყვნენ ადამიანები, რომლების გარეშეც ეს ფაქტი ასე "მარტივად" არ ჩაივლიდა და შესაძლო იყო, სავალალო შედეგითაც დასრულებულიყო ეს შემთხვევა...
ასევე მადლობას ვუხდი ყველას ვინც გაიგო ამ ყველაფრის შესახებ და დაინტერესდა მამაჩემის მდგომარეობით..."