თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია - მრევლმა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია - მრევლმა ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოძრაობა გადაკეტილია. ვარდების მოედნიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მიმდინარეობს. ხატი სვეტიცხოვლიდან ჩამოაბრძანეს.

მსვლელობაში რამდენიმე ათეული სასულიერო პირი, მღვდელმთავარი, მონაზონი და მრევლი მონაწილეობს.

მსვლელობას წინ საეკლესიო დროშებით, მოძრაობა "დავითიანნის" ახალგაზრდები მიუძღვებიან. აწყურის ღვთისმშობლის ხატს ჩოხოსნები მიაბრძანებენ. ის სპეციალურ სადგამზეა მოთავსებული და რამდენიმე ჩოხოსანს უჭირავს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დეკანოზმა ბესარიონ გუნიამ განაცხადა, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა იგი საქართველოში. ამ მსვლელობით, მორწმუნეები ღვთისმშობელს მფარველობას და შეწევნას შესთხოვენ.

ტექსტი| "ინტერპრესნიუსი"

გაყენებულია ფოტო ფეისბუქ-გვერდიდან Goga Khachidze

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია