მამაკაცმა 3 მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად სცემა

მამაკაცმა 3 მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად სცემა

საზარელი ფაქტი გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში. არსებული ინფორმაციით მამაკაცმა სამი მცირეწლოვანი ბავშვი სასტიკად სცემა. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი მამაკაცი ბავშვებს რამდენიმე დღის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას.

დაუდასტურებელი ინფორმაციით მამაკაცი ბავშვებს თავის არეშე ბლაგვ საგანს ურტყამდა.

წლინახევრის, ორწლინახევრისა და 4 წლის ბიჭები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

განსაკუთრებით მძიმეა წლინახევრის ბავშვის მდგომარეობა, რომელსაც მძიმე დაზიანებები თავის არეში აღენიშნება. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს ამ წუთებში თბილისში გადმოჰყავთ.

როგორც სოციალური მუშაკი ნუნუ ქოროღლიშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, მოძალადე მამაკაცი დავით თათრიშვილია. არსებული ინფორმაციით თათრიშვილი 2 ბავშვის მამობილი ხოლო ერთის მამაა.

სავარაუდო მიზეზად თუ რის ნიადაგზე უნდა გამოეხატა მამაკაცს მცირეწლოვნების მისამართით ასეთი აგრესია სოციალური პრობლემები სახელდება. ოჯახის დიასახლისი ამბობს, რომ მათ სოციალური პრობლემები აქვთ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება და დაკავებულია მოძალადეც.

რაც შეეხებათ ბავშვებს, სოციალური მუშაკის განცხადებით მას შემდეგ რაც მათი მდგომარეობა სტაბილული გახდება ისინი მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩაჯდებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია