ადამიანი უნდა დაფიქრდეს, სანამ რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს - დიმიტრი შაშკინი ანა დოლიძეს

ადამიანი უნდა დაფიქრდეს, სანამ რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს - დიმიტრი შაშკინი ანა დოლიძეს

მოქმედი თავდაცვის მინისტრის მოადგილე წლების წინ ამბობდა, რომ სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობა მსხვერპლთშეწირვა იყო. განცხადება ამის შესახებ ანა დოლიძემ ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გააკეთა.

"ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც დღეს ისაუბრებს იმაზე, რომ საქართველომ განახორციელოს ეს მსხვერპლთშეწირვა ავღანეთში და ნებისმიერ სამშვიდობო მისიაში უნდა გათვალოს, რომ ეს ადამიანები იქ მიდიან გარკვეული ანაზღაურების ხარჯზე", - აცხადებდა ანა დოლიძე.

მოქმედი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა პირდაპირ ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ ანა დოლიძე შეურაცხყოფას აყენებდა ქართველ სამხედროებს.

"ძალიან გთხოვთ შეურაცხყოფას ნუ აყენებთ ათასობით ქართველს სამხედროს. ეს ბიჭები ფულზე არ იყიდებიან", - აცხადებდა დიმიტრი შაშკინი.

მაშინ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მოქმედი მინისტრი დემაგოგიით ცდილობდა დაეწერა საზოგადოებაში ქულები.

ახალი თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის მოადგილე, რომელიც სამინისტროში ჯარისკაცების უფლებების შესახებ და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ იმუშავებს წლების წინ ამბობდა იმასაც, რომ თუ ქვეყანას სურდა თავდაცვითი სფეროს გაძლიერება, არ უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა, რომ ფულის გადახდის შემთხვევაში მოქალაქეებს ჰქონოდათ საშუალება თავი აერიდებინათ სამხედრო სამსახურისთვის.

"თუ ჩვენ ვსაუბრობთ, იმაზე, რომ გაძლიერდეს თავდაცვისუნარიანობა, მაშინ არ უნდა იყოს იმის საშუალება, რომ ვისაც აქვს ფული საკუთარი შვილები დააძვრინოს სახელმწიფო სამსახურს", - აცხადებდა ანა დოლიძე.

"პოსტსკრიპტუმი" ესაუბრა ყოფილ თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს, რომელიც დღესაც თვლის, რომ ანა დოლიძის მიერ მაშინ გაკეთებული განცხადება არის ჯარისკაცებისთვის შეურაცხმყოფელი და ადამიანი უნდა დაფიქრდეს სანამ რაიმე ტიპის განცხადებას გააკეთებს.

თავად ჯარისკაცები, რომლებიც სამშვიდობო მისიებში მონაწილეობდნენ ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე დღეს "პოსტსკრიპტუმთან" საუბრობენ და აცხადებენ, რომ ერთადერთი მოტივაცია სამშობლოს სიყვარული და პატრიოტიზმი იყო.

იხილეთ ასევე: "ჩემთვის ხელფასი მთავარი რომ ყოფილიყო საქართველოში არ ჩამოვიდოდი" - ანა დოლიძე ქართველი ჯარისკაცების შესახებ სკანდალურ განცხადებას განმარტავს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია