ანი გიუნტერი ქმართან გაშორებასა და შერიგებაზე: ''ძალიან ბედნიერი ვარ…''

ანი გიუნტერი ქმართან გაშორებასა და შერიგებაზე: ''ძალიან ბედნიერი ვარ…''

ანი გიუნტერი''რუსთავი 2''-ის დილის ეთერში წლებია, მუშაობს. ორი შვილი ჰყავს, მაგრამ ახერხებს, აქტიურად იყოს დაკავებული და შვილებსაც არ მოაკლოს ყურადღება. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუღლეს - კახა არაბიძეს დაშორდა... ტელეწამყვანს ბევრ თემაზე ვესაუბრეთ.

- ანი, იმიჯი რატომ შეიცვალე?

- იყო პერიოდი, როდესაც თმა ხან ვარდისფრად მქონდა, ხან - ცისფრად, მაგრამ ახლა ძალიან მიხარია, რომ დავუბრუნდი იმიჯს, რომელიც დაახლოებით ოცი წლის წინ მქონდა. ვარ ბუნებრივთან მიახლოებული ქერა და მაკიაჟით არ ვარ დატვირთული. მირჩევნია, სადად ვიყო. იმიჯს გადაცემის შინაარსიდან გამომდინარე ვიცვლი. დღეს, მაგალითად, მქონდა გადაცემა ციფრულ მაუწყებლობაზე და ჩემი ვარცხნილობა, რომელიც ანტენის ასოციაციას იწვევდა, აქტუალური იყო. ღამის თერთმეტ საათზე მოვინდომე, რომ დილით ეთერში მცმოდა მაისური ციფრული ტელევიზიის გამოსახულებით და ძალიან დიდი მადლობა ადამიანს, რომელიც ღამის ხუთ საათზე ადგა და მაისურზე ფოტო დამიბეჭდა. ხანდახან, როდესაც გინდა, თემის შესაბამისად გამოიყურებოდე, არ ხარ ადეკვატური ადამიანებთან ურთიერთობაში. ღამე აღვიძებ და ეუბნები, როგორი კრეატიული იდეა გაქვს, რომლის განხორციელებაც დილით ადრე უწევს.

- ძალიან დატვირთული რეჟიმი გაქვს. ბავშვებისთვის რამდენად გრჩება დრო?

- როდესაც გადატვირთული ხარ, აფასებ ყოველ წამს და წუთს, რომელსაც შვილებთან ატარებ. ყოველ საღამოს ოჯახურ გარემოში განტვირთვა ძალიან მაგარია.

- ბავშვები აპროტესტებენ, დედასთან რომ ნაკლებ დროს ატარებენ?

- საღამოს შვიდი საათიდან უკვე მათთან ერთად ვარ. უბრალოდ, დილით ადრე მიწევს გასვლა და დამატებით ვმუშაობ, ამიტომ ჩემთან ყოფნის დეფიციტი არ აქვთ.

- მეუღლესთან ურთიერთობაში რაღაც პერიოდი პრობლემები გქონდა, დაშორდით ერთმანეთს და ახლა, როგორც ვიცი, ეს პრობლემა წარსულში დარჩა.

- ოჯახური პრობლემა მაშინ ხდება პრობლემა, როდესაც მასში მთელი საქართველო ერთვება. ამიტომ პირობა მაქვს დადებული, რომ ოჯახზე ხმამაღლა არ ვისაუბრო. თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

- ახალგაზრდა ოჯახებს რა რჩევას მისცემდი?

- ვურჩევ, ერთმანეთთან ურთიერთობაში რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩარიონ, მათ შორის მეგობრებსაც ვგულისხმობ. არც ერთ ჩემს მეგობარს არ სწყინს, რომ ჩემს ამბებს არ ვუზიარებ. რა თქმა უნდა, მეგობრების კეთილი რჩევები ძალიან კარგია, მაგრამ გადაწყვეტილება ხომ მაინც ცოლქმარმა უნდა მიიღოს. როდესაც შენი ამბავი იცის თუნდაც სამმა ადამიანმა, შენ უკვე იწყებ იმაზე ფიქრს, ხომ არ გელახება თავმოყვარეობა შენს ახლობელ მეგობართან, რომელიც თუნდაც ხუმრობით გეტყვის, არ გაქვს თავმოყვარეობა, რამდენ ხანს ელოდები? პირადი იმიტომაა პირადი ამბავი, რომ შენ თავად გადაწყვიტო, ვის რამდენი წელი დაელოდები ან არ დაელოდები.

იხილეთ გაგრძელება

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!

"არასდროს გაგრძნობინებდა, რომ რამე აწუხებდა და სტკიოდა" - რას ჰყვება ნანა ჯორჯაძე მარინა ჯანაშიას უკანასკნელ კინოროლზე?