საშიში ზღვარი! - გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა?

საშიში ზღვარი! - გაიზრდება თუ არა ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა?

2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის­ საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მცხოვრებთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა­, თითქმის არ შემცირებულა სიღარიბის ზღვარს ქვემ­ოთ მყოფთა რიცხვი. დღეს საქართველოში მცხოვრები 3 730 000 კაც­იდან ზუსტად 403 196 მოქალაქე იღებს სიღარიბის დახმარებას. ზუსტად 136 102 ოჯახი მძიმე მდგომარეობაშია. მათთვის განკუთვნილი სოციალური დახმარება ძალიან მცირეა იმ თანხებთან შედარებით, რაც ადამიანს სრულფასოვანი არსებობისთვის სჭირდება. საქართველ­ოს­­ მოსახლეობის რაოდენობა მცირდება­ არა­ მხოლოდ შობადობის კლებისა და სიკვ­დი­ლიანობის მატების ხარჯზე - ხალხი­ ქვეყნიდან შიმშილს გაურბის, ის კი, ვინც სოციალურად­ დაუცველთა სტატუსს შეეგუა, რჩება სახე­ლმწიფოს მწირი დახმარების იმედად...

ზვიად ტომარაძე, დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი: - მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეო­ბას დღითი დღე ამძიმებს ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნა. თუ ვითარება­ არ შეიცვალა, ქვეყანაში ღარიბთა რაოდენობა­ გაიზრდ­ება, ეს კი განსაკუთრებით საშიშია ახლა, რადგან ბოლო აღწერით ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეო­ბის კატ­ასტროფული სურათი მივიღეთ.

ჩვენი ქვეყანა ემიგრანტების ფულადი გზავნილებით არსებობს. წელიწადში მათი გამოგზავნილი 1,5 მილიარდი შემოდის. სახელმწიფო სათანადოდ ვერ ზრუნავს ადგილობრივი­ წარმოების განვითარებაზე,­ ვერც სოფლის მეურნეობაზე, ვერც ქალ­აქელსა და ვერც გლეხზე, ანუ ვერ ქმნის ქვეყნის განვითარებისთ­ვის აუცი­ლებელ ეკონომიკურ გარემოს. სასუ­რსათო ეკონომიკური უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტიც კი არ გაგვაჩნია­ და 80%-მდე დამოკიდებული ვართ იმპო­რტზე. ფაქტობრივად, საშუალო ფენაც კი არ არსებობს ქვეყანაში. მეტიც, მათ, ვისაც­ საქართველოში საშუალო ფენას უწოდებენ,­ იმდენი წლიური შემოსავალიც კი არ აქვთ, რამდენიც ამერიკაში ღარიბებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია