გურჯაანში ნაცემი 1 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

გურჯაანში ნაცემი 1 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

"კვლავ მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება გურჯაანში ნაცემი 1 წლის ბავშვი. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, ბავშვს აქვს დაზიანება თავის ტვინზე, ასევე დაჟეჟილობა მთელს სხეულზე. თუმცა, ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია", - ამის შესახებ "რუსთავი 2" იტყობინება.

მეორე დაშავებულს - ორწელიწადნახევრის ბიჭს მიღებული აქვს ტვინის შერყევა და სხეულის დაჟეჟილობა. მესამე დაზარალებული - 4 წლის ბიჭი გურჯაანის საავადმყოფოში რჩება. მისი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა გუშინ გურჯაანში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც ბავშვები სასტიკად სცემა, უკვე დაკავებულია. ის წარსულში ქურდობისთვისაა ნასამართლევი. მისთვის ორი ბავშვი მისი გერია, ერთი კი - შვილი. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს.

სოციალური მუშაკის თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვების მდგომარეობა გაუმჯობესდება, მათ მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩასვამენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია