როგორ თაღლითობენ სავალუტო ჯიხურები ლარის კურსით

როგორ თაღლითობენ სავალუტო ჯიხურები ლარის კურსით

პუშკინის ქუჩაზე, ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის ჩაბარების ფასი, სხვა სავალუტო ჯიხურებთან შედარებით, უჩვეულოდ დაბალი 2.06 ლარია.

ვალუტის ასეთი კურსი ხშირად დიდი პრობლემა ხდება მოქალაქეებისთვის. ასეთი პრობლემის თაობაზე მოგვმართა ერთ-ერთმა მოქალაქემ ლიზა მაღრაძემ, რომელიც შემდეგს გვიყვება:

"მინდა ერთ შემთხვევაზე მოგიყვეთ და თუ გულისხმიერებას გამოიჩენთ და დაინტერესდებით, ძალიან ბევრ ადამიანს გადაარჩენთ. პუშკინის 6 ნომერში არის ვალუტის გადასახურდავებელი ჯიხური, რომელიც ხალხს აყაჩაღებს.

ქუჩის ჩაყოლებაზე ყველგან დოლარის დახურდავება 2,36-ზეა, ამ ჯიხურში კი დოლარს 2,06 ლარად ახურდავებენ. თან ეს კურსი ისე აქვთ, თუ არ იცი, ვერც კი მიხდები. გუშინ 200 დოლარი დავახურდავე და 407 ლარი მომცეს, როცა უნდა ამეღო 476 ლარი, ანუ 65 ლარი დამაკლეს. დიდი პანიკის მიუხედავად და საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ, თანხა არ დამიბრუნეს. ჩემი იქ ყოფნის დროს 3 ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს. ასეთი თაღლითური ჯიხურები ქალაქის ყველა უბანშია. პოლიციამ აქეთ დამადანაშაულა და დაკავებით დამემუქრა. ძალიან გთხოვთ, ისედაც გაჭირვებულ ხალხს იქნებ რამით დაეხმაროთ".

ლიზა მაღრაძის ინფორმაციის გადასამოწმებლად, პუშკინის ქუჩაზე მდებარე აღნიშნულ სავალუტო ჯიხურს ვესტუმრეთ. დოლარის გასაყიდი ფასი რეალურად მართლაც 2.06 ლარს შეადგენს. როგორც ჯიხურის წარმომადგენელმა გვითხრა, ეს სავალუტო ჯიხურის გადაწყვეტილებაა და ამის უფლება აქვთ. რაც შეეხება მოქალაქის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, როგორც ჯიხურში აღნიშნავენ, ვალუტის გადახურდავების წინ ყოველთვის ხდება მოქალაქეების ინფორმირება.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია