26 მაისისთვის მზადების გამო, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

26 მაისისთვის მზადების გამო, თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, თბილისში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

როგორც თავდაცვის სამინისტროდან გვაცნობეს, 23 მაისს, 06:00 საათზე, თავისუფლების მოედანი და მისი მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება. რეპეტიცია დაახლოებით 12:00 საათამდე გაგრძელდება. 25 მაისს, 11:00 საათიდან სავარაუდოდ, 18:00 საათამდე გენერალური რეპეტიცია იგეგმება. თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა 26 მაისს ღონისძიებების დასრულებამდე შეიზღუდება.

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება უკვე დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც ჩაერთვება. ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისში 19, 20 და 25 მაისს რეპეტიციები ჩატარდება.

ღონისძიებებისთვის მზადების ფარგლებში, 19 მაისს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, ერთი ერთეული "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით სავარჯიშო ფრენას განახორციელებს.

20 მაისს, 13:00 საათიდან 15:00 საათამდე, "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი და L-39 ტიპის თვითმფრინავი "ალბატროსი" თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის გავლით გლდანის რაიონის მიმართულებით საკოორდინაციო შემოფრენას შეასრულებენ.

25 მაისს, 12:45 საათიდან 14:30 საათამდე, გენერალური რეპეტიცია ავიაციის მონაწილეობით იგეგმება. 3 ერთეული "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, 3 ერთეული L-39 ტიპის თვითმფრინავი "ალბატროსი" და 3 ერთეული შU-25 ტიპის თვითმფრინავი "მიმინო" დედაქალაქის თავზე თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და გლდანის რაიონის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით გადაიფრენენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია