ბათუმის მიმართულებით საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გაიზარდა

ბათუმის მიმართულებით საერთაშორისო ფრენების რაოდენობა გაიზარდა

2015 წლის სეზონზე, ბათუმის მიმართულებით, დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები განხორციელდება პოლონეთიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან. ტურიზმის დეპარტამენტმა პოლონეთში სარეკლამო კამპანიის ფარგლებში მოლაპარაკებები აწარმოა ერთ-ერთ უმსხვილეს პოლონურ ტურ-ოპერატორთან "Rainbow Tours"-თან (http://www.rainbowtours.pl/, რომლის შედეგადაც 2015 წლის სეზონისათვის კომპანია პოლონეთის სამი ქალაქიდან (ვარშავა,კატოვიცე,პოზნანი) ჩარტერულ ფრენების ფარგლებში მგზავრთა რაოდენობის 30%-ით გაზრდას ვარაუდობს.

ფრენების რაოდენობა გაზრდილია უკრაინის მიმართულებითაც: უკრაინულმა ავიაკომპანია Yanair -მა (http://yanair.ua/), ოდესა-ბათუმი-ოდესას მიმართულებით რეგულარული ფრენები უკვე დაიწყო. ფრენები კვირაში ორჯერ - სამშაბათს და შაბათს შესრულდება. ჩარტერული ფრენები ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით კიევი-ბათუმი-კიევის (ჟულიანის აეროპორტი) მიმართულებით 31 მაისიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში სამჯერ: სამშაბათობით, პარასკეობით და კვირაობით განხორციელდება. ზაფხულის სეზონზე უკრაინული ავიაკომპანია Yanair -ი, ბათუმის პირდაპირ რეისებს დამატებით კიევის მიმართულებითაც გეგმავს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ახორციელებდა ებრაული კომპანია Eshet Tours“ (http://www.eshet-tours.com/ ) ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს საქართველოს, კერძოდ აჭარის ტურისტულ ბაზარზე ოპერირებას. 2015 წლის სეზონის სიახლეს წარმოადგენს ისრაელიდან ახალი ავიაკომპანიის „AKRIA”-ს შემოსვლა, რომელიც თავის ჩარტერულ ფრენებს ასევე ბათუმის მიმართულებით კვირაში ერთხელ გეგმავს( http://www.arkia.com/).

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია