კოტე თოლორდავას დედა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

კოტე თოლორდავას დედა ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული

კოტე თოლორდავას დედა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული. ელენე ხოშტარია ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ  გაუარესდა.

რა გახდა მსახიობის დედის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი, დეტალებზე "ამბები.გე" კოტე თოლორდავას სიმამრს, კახა მელითაურს დაუკავშირდა.

- ბატონო კახა, რა დიაგნოზით მოათავსეს კოტეს დედა კლინიკაში?

- მას თორმეტგოჯა ნაწლავზე აქვს ერიზია, მრავლობითი წყლულები. ამან გამოიწვია პნევმონია. ის კლინიკაში გუშინ ღამით მოვათავსეთ და დღეს სტაბილურია მისი მდგომარეობა.

კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ხვალ ორმოცი დღე გადის.

მსახიობი მოსკოვში 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია