პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიში დაავადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ამ სეზონისთვის ყველაზე საშიშ დაავადებად ყირიმ-კონგოს ცხელებას მიიჩნევს. როგორც "ინტერპრესნიუსს" პაატა იმნაძემ განუცხადა, დაავადება ადამიანს ტკიპების კბენით და მათთან კონტაქტის შედეგად გადაეცემა. ამიტომ იმნაძე აფრთხილებს სოფლის მოსახლეობას, ტკიპებზე დაამუშაონ ცხოველები, რათა მათ ტკიპები არ ჰქონდეთ და ასევე, ცხოველს ტკიპას შიშველი ხელით ნუ მოაცლიან.

"ხშირად ინფიცირება ამ გზით ხდება. სამუშაოების დროს ტანზე ტკიპას თუ შენიშნავენ, ფრთხილად მოიშორონ. თუ ტკიპის კბენიდან ერთი თვის მანძილზე მაღალი ტემპერატურა ექნებათ, ექიმს მიმართონ და უთხრან, რომ ტკიპამ უკბინა", - დასძინა იმნაძემ.

მისივე თქმით, წელს ყირიმ-კონგოს ცხელების ორი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. იმნაძემ განმარტა, რომ დაავადება საშიშია, იგი მაღალი ტემპერატურით იწყება და მძიმედ მიმდინარეობს. შესაძლოა, ადამიანის სიკვდილიც გამოიწვიოს.

იმნაძის ინფორმაციით, ეს დაავადება საქართველოში 2009 წლიდან ფიქსირდება და უკვე დაავადების 40 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 პაციენტი გარდაიცვალა.

პაატა იმნაძის თქმით, ყირიმ-კონგოს ცხელების ათასობით შემთხვევა დაფიქსირებულია თურქეთში, ირანსა და რუსეთის სტავროპოლის მხარეში.

პაატა იმნაძემ კომენტარი გააკეთა ბოლო დღეებში "მომაკვდინებელი ვირუსების" შესახებ სოციალურ ქსელებში აქტიურობაზე.

"ეს არის ჩვეულებრივი გრიპის და გრიპისმაგვარი ვირუსები. გასულ წლებთან შედარებით არავითარი განსხვავება არ არის. სეზონი უკვე მთავრდება, მაგრამ ეს ვირუსები ჯერ კიდევ ცირკულირებენ. ეს არის რინო ვირუსები, რესპირატორულ-სიციტიური ვირუსები და H1N1 ვირუსიც იყო დაფიქსირებული. ეს ვირუსები გრიპისმაგვარ ვირუსებს იწვევენ, მაგრამ არც ჰოსპიტალიზაცია და არც მიმართვიანობა წინა წლებთან შედარებით არ გაზრდილა. მზიანი ამინდების დადგომასთან ერთად ზამთრის ვირუსების სეზონიც დასრულდება", - დასძინა იმნაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთში ყირიმ-კონგოს ცხელებით საშუალო ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა

ვინ იყო ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალი

როგორი ამინდი იქნება მომდევნო დღეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში