საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მამუკა კუდავა "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც მსახიობ ქეთევან კიკნაძის ფრაზას ეხმიანება, რომელშიც კიკნაძემ აღნიშნა, რომ "ამერიკას ერი არ ჰყავს"
"ამერიკას ერი არ ჰყავს და არც უნდათ, რომ სხვაგან ნახონ" - მსახიობი ქეთევან კიკნაძე. აი ის ხალხი (არა მარტო ინწილიგენცია), რომელიც ამბობს, რომ ამერიკული ერი არ არსებობს და ამავე დროს 21-ე საუკუნეში:
- ან ამბობს: "ამერიკას ერი არ ჰყავს და არც უნდათ, რომ სხვაგან ნახონ. რუსეთს კი პირიქით, ძალიანაა დაინტერესებული ქართველი ერის სიმღერა-ცეკვა-თამაშით და ხაჭაპურ-ხინკალ-ხვანჭკარით";
- ან ქართველი ერი მხოლოდ თავისი ეზო, უბანი, სოფელი და ქალაქი ჰგონია;
- ან ქართველი ერი მხოლოდ ეთნიკურად ქართველები ჰგონია;
- ან ქართველ ერში სხვა ეროვნების საქართველოს მოქალაქეებს არ თვლის;
- ან ოჯახში ნახევრად სომეხ, აზერბაიჯანელ, ოს თუ სხვა "ურჯულო" სიძეს ან რძალს არ შემოუშვებს (მხოლოდ რუსია გამონაკლისი) და ამ უცხო ეთნოსების ბებია-ბაბუის ყოლა უტყდება;
- ან პატრიოტობას პერმანენტულად არამოდურ და გაუგებარ ტერმინად აღიქვამს;
- ან პუტინი არ ევასება, მაგრამ მაინც შეჩვეული მართლმადიდებელი ურჩევნია გადამთიელ "პამპერსების გამომგზავნელ დასავლეთს" - "რუსს რომ მოვფერებოდით, აფხაზეთი ჩვენი იქნებოდა!"
- ან ამერიკული დროშის დაწვაზე ეღიმება, გეორგიევსკის ლენტისაზე კი აღშფოთდება (ქართული დროშა რომ სახლში არასდროს ჰქონია, ეგ იგულისხმება);
- ან რუსეთის მიერ უკრაინისთვის ყირიმის წართმევა და ომი დონბასში ამერიკის ბრალი ჰგონია;
- ან საზღვარგარეთ ქართველების ქუჩაში დანახვა ეგოიმება, ბათუმის პლაჟზე კი ტურისტების დანახვაზე იფურთხება - "ვეღარ ჩასულხარ ზღვაში";
- ან შვილების ჯარში არგაგზავნაზე ყოველწლიურად ფულს იხდის, ხოლო ავღანეთში ამერიკელებთან ერთად ჯარისკაცების გაგზავნას ფულთან აკავშირებს;
- ან დაუმუშავებელი ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვას კი არა, იჯარით მიცემასაც კი ვერ იგებს - "მხარზე რომ მოიკიდონ და წაიღონ?"
- ან საქართველოს მთავრობას შეუკურთხებს მანქანიდან სიგარეტის კოლოფის გადადგებისას;
- ან ქალაქის მერს აგინებს სადარბაზოში მოფსმის პროცესში;
- ან ყანწის ვერდამლევ ამერიკელზე სირისტიანს იტყვის, დამლევ რუსზე კი ვაჟკაცურს;
- ან დასავლურ კულტურას კოკა-კოლასთან აიგივებს და თან "პროსტა მაგარი რუსული პონტებ-ტუსოვკების" მერე მაკდონალდსში ჭამს ჰამბურგერს;
- ან ამერიკელ-ევროპელი კაცები არ ევასებათ - "ჯიგარი აკლიათ", ხოლო ამერიკელმა ქალებმა მოქცევა არ იციან - "ბანანს ხელით, უჩანგლოდ ჭამენ";
- ან პატრიარქს ყველაფერში ეთანხმება, გარდა ევროპულ ოჯახში დაბრუნების აუცილებლობის საკითხში;
- ან ქალამნებიანი გოიმი ვაჟა-ფშაველა არ წაუკითხავს, მაგრამ იმპერიალისტ სოლჟენიცინზე ჭკუა ეკეტება და გენიალნი ნიკიტა მიხალკოვის კრიტიკას თავს არიდებს - "მაინც ჩვენი მძახალია";
- ან ბებია-ბაბუა სტალინმა დაუხვრიტა, მაგრამ ეს საჭირო იყო და თან სტალინმა არ იცოდა, ეჟოვის/ბერიას ბრალი იყო და საბჭოთა ერის ერთიანობა უნდა შენარჩუნებულიყო, შეუმდგარი ამერიკელი ერისა და სხვა იმპერიალისტების გარემოცვაში;
და ა.შ." - წერს კუდავა.