"დიდუბის" ქვედა ნაწილში და "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდება

"დიდუბის" ქვედა ნაწილში და "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა შეიზღუდება

წყალსადენ-კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების რეაბილიტაციის გამო, მეტროსადგურ "დიდუბის" ქვედა ნაწილი და ავტოსადგურ "ოკრიბას" მიმდებარე ტერიტორია დღეს, 18:00 საათიდან ერთი თვით გადაიკეტება, რის გამოც სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ მონაკვეთზე, რომელიც 8 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სანიაღვრე ქსელს და ასფალტის ახალი საფარი დაიგება.

სამუშაოები დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით მიმდინარეობს და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები - შპს "ნდს მშენებლობა" და შპს "საგზაო კომპანია" ახორციელებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია