"ყველა აგენტი, რომ გგონიათ, ეს ხომ წიკებია" - ქეთევან კიკნაძის სგანგებო განცხადება

"ყველა აგენტი, რომ გგონიათ, ეს ხომ წიკებია" - ქეთევან კიკნაძის სგანგებო განცხადება

მსახიობი ქეთევან კიკნაძე  ინგა გრიგოლიას მიმართავს და მისი წერილის საჯაროდ წაკითხვას სთხოვს.

"ქალბატონო ინგა! გთხოვთ ეს წერილი საჯაროდ წაიკითხოთ! თქვენს ეთერში იყო კითხვა დასავლეთი თუ რუსეთი! ხალხმა იმიტომ გაიხედა რუსეთისკენ, რომ იგრძნეს როგორ ვკარგავთ ეროვნულობას და ეს არა მარტო სიმღერებში აისახა, არამედ ყველაფერში, ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში. მე არ ვარ წინააღმდეგი არცერთი სხვა ეროვნების, შემიძლია ზრდილობიანად ვუთხრა – მობრძანდი, დაბრძანდი, მაგრამ სხვა რა საერთო უნდა გამოვნახო მათთან? ერთმორწმუნე რუსეთთან კი საერთოს გამონახვა ადვილია.

ამერიკას ერი არ ჰყავს და არც უნდათ, რომ სხვაგან ნახონ. უნდათ აღრევა და საერთოდ, ყველგან ხელის ფათური. თქვენ თუ გგონიათ, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვართ და თუ ვინმეს ასე ჰგონია, შემცდარან. ნაწილი ქვეყნის ამერიკის არის და ნაწილი რუსეთის, რომელმაც ქვეყნის კეთილდღეობას ხელი შეუწყო და კულტურა შემოგვინახა.

რაც შეეხება ბრალდებებს, მათთან ურთიერთობებში, მეფე ერეკლესგან დავიწყოთ და არა სხვა ვინმესგან. ყველა აგენტი, რომ გგონიათ, ეს ხომ წიკებია და სხვა არაფერი. სხვანაირად არ გამოვა. ბოლოს და ბოლოს გერმანია და რუსეთი შერიგდა და ის ქვეყნებიც, ვინც ფაშიზმს ებრძოდა. დროა გავაანალიზოთ ყველაფერი, ბრძოლით და ხიშტით დავა არ გადაწყდება", – ნათქვამია ქეთევან კიკნაძის განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია