კლიენტურა აშკარად შემცირდა - კრიზისი ანტიკვარიატსაც შეეხო

კლიენტურა აშკარად შემცირდა - კრიზისი ანტიკვარიატსაც შეეხო

აღიარებული ფაქტია, რომ ნივთი 100 წლის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს ანტიკვარად. საქართველოში ანტიკვარული ნივთები ყოველთვის პოპულარული იყო, თუმცა თუ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ანტიკვარებით ვაჭრობა სარფიანი საქმეა, საქართველოზე ამას ვერ ვიტყვით. როგორც ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები ამბობენ, ძველისძველი და კარგი ნივთები საქართველოდან უკვე გაზიდეს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ყველაფერი გაიტანეს, რის გატანაც შეიძლებოდა და ახლა ანტიკვარიატის მაღაზიებში მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის ნივთები იყიდება. გამონაკლისს ამ მხრივ არც "მშრალი ხიდის" ცნობილი ბაზრობა წარმოადგენს. რას აღარ ნახავთ აქ: ძველ სამოვარსა და ჭურჭელს, საბჭოთა სიმბოლიკას და ლენინის გამოსახულებით დამშვენებულ მედლებს, ყველასთვის უცნობი მხატვრების პორტრეტებსა და მუსიკალურ ინსტრუმენტებს.

ინდმეწარმე ცისანა მიქელაძე ამბობს, რომ ანტიკვარიატით ვაჭრობა საკმაოდ გართულდა, რადგან რეალური მყიდველის რაოდენობა შემცირდა, ამას თან ლარის დევალვაციაც დაერთო და მათი ბიზნესიც, სხვების მსგავსად, ურთულესი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

ცისანა მიქელაძე: "უკვე 10 წელია მშრალ ხიდზე ანტიკვარული ნივთებით ვვაჭრობ. 5-7-10 წლის წინ უფრო მეტი საქონელი იყიდებოდა და მოგებაც მეტი გვრჩებოდა. ახლა კი, ვაჭრობა ძალიან შეგვიმცირდა, იმდენს ძლივს ვახერხებთ, რომ ქირა გადავიხადოთ. კლიენტურა აშკარად შემცირდა, შემოდიან, ათვალიერებენ და გადიან. შეიძლება დღეში 4-5 ადამიანი ძლივს გამოჩნდეს, რომელიც რეალური მყიდველია. ძვირადღირებული ნივთები, რომლებიც მართლა ფასეულობას წარმოადგენს, ნაკლებად იყიდება, უფრო სუვენირებს ყიდულობენ 100 ლარის ფარგლებში. ყველაზე მეტად კი, მაინც ჭურჭელი გადის. წინა წლებში უცხოელებიც ხშირად შემოდიოდნენ, ახლა კი, მათი რიცხვი რატომღაც შემცირებულია. სამაგიეროდ, ბევრი ნივთი შემოაქვთ ჩასაბარებლად - ოჯახებიდან გამოაქვთ და ყიდიან. ჩვენც ამ ნივთებს იმ პირობით ვიტოვებთ, რომ გაყიდვის შემდეგ გადავუხდით. ერთი სიტყვით, რეალური მყიდველი ნაკლებია, ჩამბარებელი კი - მეტი".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია