"სამსახური რომ ვერ ვიპოვო, შიმშილით დავიხოცებითო" - რა გახდა მორიგი თვითმკვლელობის მიზეზი?!

"სამსახური რომ ვერ ვიპოვო, შიმშილით დავიხოცებითო" - რა გახდა მორიგი თვითმკვლელობის მიზეზი?!

"უკნასკნელი სამუშაო ადგილიდან გოგო 4 დღის წინ გაათავისუფლეს. სავაჭრო ობიექტში, სადაც კონსულტანტად მუშაობდა, თანამშრომლები იმ მოტივით შეამცირეს, რომ პროდუქცია არ საღდებოდა და სავაჭრო ობიექტს საერთოდაც დახურვა ემუქრებოდა"

"მაგასავით სხვასაც ბევრს გაუხადა ჩვენმა სახელმწიფომ თავის მოსაკლავად საქმე და ეგ ცოდვა ჩვენს დიდ მოხელეებს მოეკითხებათ!"

ბოლო ხანს ჩვენში სუიციდის შემთხვევების მომრავლების ერთ-ერთ მიზეზად ფსიქოლოგები მძიმე სოციალურ ფონსაც ასახელებენ. ახლობლები ეჭვობენ, რომ რუსთავში დატრიალებული ტრაგედიის მიზეზი სწორედ სოციალური სიდუხჭირე გახდა. რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, 35 წლის ქალმა თავი აბაზანაში ჩამოიხრჩო. მომხდარის დროს შინ გარდაცვლილის დედა, ძმა და მე-2 კლასელი ძმისშვილი იმყოფებოდნენ. როგორც ახლობელები იხსენებენ, დილით, სკოლაში წასვლამდე გარდაცვლილის ძმიშვილმა გოგონამ აბაზანას მიაშურა, თუმცა კარი ვერ გააღო. ბავშვს ბებიამ უთხრა, რომ აბაზანაში მამიდა იყო, რომელიც მალე გამოვიდოდა. პატარამ კარგა ხანს იცადა, მაგრამ მამიდა, რომ აღარ გამოვიდა, მამას დაუძახა. აბაზანაში მყოფ ნატო მამიდას ვიკამ, მამასთან ერთად, კარგა ხანს ეძახა, როდესაც ქალმა არა და არ გააგონა, ძმამ აბაზანის კარი შეანგრია, სადაც კოშმარული სურათი დახვდათ - ნატოს აბაზანის კაუჭზე თოკი ჩამოება და თავი ჩამოეხრჩო.

რამ აიძულა ახალგაზრდა ქალი მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო, მისმა ახლობლებმა დადასტურებულად არ იციან, ამბობენ, რომ ნატოს სიცოცხლე ძალიან უყვარდა, თუმცა ბოლო ხანს თურმე გამუდმებით წუხდა იმაზე, რომ ოჯახს, რომელიც მის იმედზე იყო, ვერაფრით ეხმარებოდა.

ლ.მ. გარდაცვლილის მეზობელი:

- ნატო რომ თავს მოიკლავდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. სიცოცხლე ისე უყვარდა, ბოლო დრომდე მოწყენილს ვერ ნახავდი. კოშმარში ვცხოვრობთ, თუკი ოჯახის რომელიმე წევრი, სამუშაოს იშოვნის, კაცია თუ ქალია, მონასავით უნდა იმუშაოს, რომ ოჯახში რამე შეიტანოს, უმეტესობას კი ეს მონის სამუშაოც სანატრელი აქვს. ნატოსაც რთული მდგომარეობა ჰქონდა ოჯახში, სახლში ძმა, ძმისშვილი და ასაკიანი დედა ჰყავს. რძალი ოჯახიდან კარგა ხნის წასულია. ბავშვი ქმარს და მის ახლობლებს შეატოვა.

- გათხოვილი არ ყოფილა?

- არა, ნატო შვილივით ზრდიდა ძმისშვილს, დედობას უწევდა. ბავშვიც მასზე იყო მიჯაჭვული. უკნასკნელი სამუშაო ადგილიდან გოგო 4 დღის წინ გაათავისუფლეს. სავაჭრო ობიექტში, სადაც კონსულტანტად მუშაობდა, თანამშრომლები იმ მოტივით შეამცირეს, რომ პროდუქცია არ საღდებოდა და სავაჭრო ობიექტს საერთოდაც დახურვა ემუქრებოდა. ბოლოს რომ ვნახე, მითხრა, - ან ვიკას რა ვუყო, ან მოხუც დედას, სამსახური რომ ვერ ვნახო, შიმშილით დავიხოცებითო...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია