ელისაშვილი ნარმანიაზე - სასიმინდის და საქათმის დირექტორი კი არ არის, ჩვენი საქმეა, რამდენი მრჩეველი ეყოლება

ელისაშვილი ნარმანიაზე - სასიმინდის და საქათმის დირექტორი კი არ არის, ჩვენი საქმეა, რამდენი მრჩეველი ეყოლება

მისასალმებელია, რომ საკრებულომ დღეს ჭკუა ასწავლა ნარმანიას, რომელმაც არ იცის, როგორ ელაპარაკოს საზოგადოებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში 5 ახალი მრჩევლის საკითხის ჩავარდნის შემდეგ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, როგორც ჩანს დედაქალაქის მერს, დავით ნარმანიას თავი სასიმინდეს დირექტორი ჰგონია და არა თბილისის მერი.

"მას და მის ყველა თანამშრომელს ხელფასს უხდის საზოგადოება. მოქალაქეები ვუხდით ხელფასს და დიახაც ჩვენი საქმეა, რამდენი მრჩეველი ეყოლება და რამდენი ხელფასი ექნება იმ მრჩევლებს! სასიმინდის და საქათმის დირექტორი კი არ არის, არამედ ადამიანების რესურსი და ფული უნდა გაანაწილოს ნორმალურად! თითოეული დეტალი გვეკითხება! ძალიან კარგია, რომ ჩავარდა საკითხი და დღეს საკრებულო პრეცედენტული იყო", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

დედაქალაქის მერმა დღეს განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მისი გადასაწყვეტია, თუ რამდენი მრჩეველი ეყოლება მერს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."