"ვაცხადებ, შვილი მომი­კლეს!" - რა მოხდა ახმეტის სასაფლაოზე?

"ვაცხადებ, შვილი მომი­კლეს!" - რა მოხდა ახმეტის სასაფლაოზე?

"ექსპერტიზის დასკვნაში წერია, თით­ქოს ჯარჯი გულის იშემიით დაიღუპა. ეს ტყუილია, ჩემს შვილს გული არასოდეს აწუხებდა.­ სულ ვარჯიშობდა, ფიზიკურად ძლიერი­ იყო..."

26 წლის ჯარჯი კახიაშვილს ოჯახის წევრები 2 დღე უშედეგოდ ეძებდნენ. იგი შეყ­ვარებულთან შესახვედრად წავიდა და მას მერე ჯარჯის კვალს ვერსად მიაგნეს. მოგვიანებით პოლიციაში ზარი გაისმა, უცხო მამაკაცი სამართალდამცავებს ატყობინებდა, რომ ახმეტაში, სასაფლაოს ეზოში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვა. ის ჯარჯი­ აღმოჩნდა... სამართალდამცავებმა საქმეზე გამოძიება უკვე დაასრულეს და სიკვდილის­ მიზეზად გულის შეტევა დაას­ახელეს. ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ბიჭი სხვაგან მოკლეს და მერე მისი ცხედ­არი სასაფლაოზე მიიტ­ანეს. სამართალდამცავები ოჯახს მედ­იასთან ურთიერთობასაც უკრძალავდნენ, არწმუნებდნენ, რომ ინტერვიუები საქმის გახსნაში­ შეუშლიდათ ხელს. შვილმკვდარი მამა, კახი კახიაშვილი­ მხოლოდ მას შემ­დეგ ალაპარაკდა, რაც მისი შვილის საქმე დაიხურა:

- 4 აპრილს ჩემი ვაჟი ახმეტის სასაფ­ლაოზე იპოვეს. ვაცხადებ, მე შვილი მომი­კლეს. ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, თით­ქოს გულის იშემიით დაიღუპა. ეს ტყუ­ილია, ჯარჯის გული არასოდეს აწუხებდა.­ სულ ვარჯიშობდა, ფიზიკურად ძლიერი­ იყო. ყვარელში სამუშაოდ ერთად დავდიოდით. იმ დღესაც ჩემთან ერთად იყო, მერე მითხრა, მამა, ახმეტაში უნდა წავიდე, გოგოს უნდა შევხვდეო. ვიცოდი, ის გოგო რომ უყვარდა. ბოლოს, ღამის 12 საათზე ველაპარაკეთ ჯარჯის, მას მერე არც ტელეფონის ზარს პასუხობდა და არც გამოჩენილა, მეორე დღეს კი საერთოდ გაითიშა მისი მობილური. ბოლოს მოკლული ნახეს ჩემი ჯარჯი. ბევრი კითხვა მაქვს პასუხგაუცემელი. ჩემს შვილს ჯემპრი უკუღმა ეცვა, შარვალი მუხლებამდე ჩაწეული ჰქონდა, ჯიბეში ტალახიანი ტელეფონი ედო, სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა. მკლავზე - ხელის ძლიერი მონაჭერი, ტუჩზე და ცხვირთან კი სილურჯე ჰქონდა, პირი სისხლიანი. პოლიცია კი მიმტკიცებს, ეს მსუბუქი დაზიანებებიაო. მაშინ დამისაბუთონ, რატომ ეცვა ტანსაცმელი უკუღმა ჯარჯის და შარვალი ნახევრად გახდილი რატომ ჰქონდა?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია