სამეგრელოში ავარიას დედა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა - შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას შვილები ბაღში მიჰყავდა

სამეგრელოში ავარიას დედა და 2 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა - შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას შვილები ბაღში მიჰყავდა

ავარია მოხდა სენაკი-ფოთის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდის მონაკვეთთან. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, დედა და მისი 3 და 5 წლის შვილები, - ამის შესახებ "რუსთავი 2" იტყობინება.

"კურიერის" ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დედას შვილები ბაღში მიჰყავდა და სავარაუდოდ, გზას კვეთდნენ. ქალს ბავშვებთან ერთად მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. მანქანის მძღოლი მძიმე მდგომარეობაში, ფოთის რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

შემთხვევის ადგილზე კი ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილებს ექსპერტიზას ქუთაისის საავადმყოფოში ჩაუტარებენ.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია