ოლიმპიური ცეცხლი ბათუმშია. სპეც-თვითმფრინავი ბათუმის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. აეროპორტში სპეციალური ტრიბუნიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და ოლიმპიური ჩემპიონი ლერი ხაბელოვი დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართვენ.
ოლიმპიური ცეცხლი გაივლის აეროპორტის გზატკეცილს, ლეხ და მარია კაჩინსკის, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩებს, რუსთაველის გამზირს, გოგებაშვილისა და ფარნავაზ მეფის ქუჩებს.
ესტაფეტაში მონაწილებას მიიღებენ ქართველი სპორტსმენები, ოლიმპიური ჩემპიონები, საპატიო ბათუმელები და სხვადასხვა ცნობილი სახე, მათ შორის მსოფლიო ჩემპიონები მუხრან ვახტანგაძე, სალომე მელია, რუსუდან სიხარულიძე, ასევე ბათუმელი მომღერალი სოფო ხალვაში.
საბოლოოდ ცეცხლი პიაცის მოედანზე განთავსდება, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით სპეციალური კონცერტი გაიმართება.