"თბილისში 22 წლამდე ასაკის გოგონების 10%-ს უკვე 5-6 აბორტი აქვს გაკეთებული" - კვლევის თავზარდამცემი შედეგი

"თბილისში 22 წლამდე ასაკის გოგონების 10%-ს უკვე 5-6 აბორტი აქვს გაკეთებული" - კვლევის თავზარდამცემი შედეგი

თბილისის სამ უნივერსიტეტში გამოკითხული 250 სტუდენტი გოგონადან დაახლოებით 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6-ჯერ აქვთ გაკეთებული. გამოკითხულთა 7%-ს კი პირველი აბორტი 14 წლის ასაკში გაუკეთებია.

ამის შესახებ "დემოგრაფიული ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ გაზეთ "რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში დემოგრაფებმა ანზორ თოთაძემ და ანზორ სახვაძემ ჩაატარეს და ჯამში 500 სტუდენტი - 250 გოგონა და 250 ბიჭი გამოიკითხა.

"კვლევაში არ უთქვამთ, აბორტი ექიმის დახმარებით თუ ოჯახურ პირობებში გაიკეთეს, თუმცა ძირითადად მედიკამენტური აბორტის შემთხვევებია. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული 18-22 წლამდე ასაკის 250 გოგონადან 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6ჯერ აქვთ გაკეთებული. 7%-ს კი პირველი აბორტი 14 წლის ასაკში ჰქონდა გაკეთებული“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ გამოცემასთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა ისიც, რომ გამოკითხული გოგონების 27%-ს პირველი სექსუალური ურთიერთობა 13-14 წლის ასაკში ჰქონდა, ხოლო 80%-მა არ იცოდა, რომ პირველი აბორტი უშვილობას იწვევს.

"მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო, მაინც დიდი ალბათობაა, რომ რეალურად აბორტის მაჩვენებლი ახალგაზრდებში ბევრად უფრო მეტი იყოს“,- განაცხადა "დემოგრაფიული ფონდის“ ხელმძღვანელმა.

თათია არდოტელი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია