ელექტრონული წიგნების ახალი საიტის www.ebook.ge-ს პრეზენტაცია გაიმართება

ელექტრონული წიგნების ახალი საიტის www.ebook.ge-ს პრეზენტაცია გაიმართება

28 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის გახსნის დღეს, ახალი საიტის www.ebook.ge-ს პრეზენტაცია გაიმართება. www.ebook.ge არის პირველი ელექტრონული წიგნების საიტი, რომელიც გამომცემლობას, კერძოდ კი "პალიტრა L"-ს ეკუთვნის. ახალი საიტი მომხმარებელს ბევრ ექსკლუზიურ ელექტრონულ წიგნს შესთავაზებს, რომელთა ნახვა სხვა საიტებზე შესაძლებელი არ არის. www.ebook.ge-ს პრეზენტაცია ხვალ, "ექსპოჯორჯიას" მე-11 პავილიონში, 15:00 საათზე მოეწყობა.

წიგნის ფესტივალის მიმდინარეობისას ოთხი დღის განმავლობაში მომხმარებელს ებოოკ ბარათების ფასდაკლებით შეძენის შესაძლებლობა ექნება. 5 ლარიანი ბარათი 4 ლარად გაიყიდება. 10 ლარიანი ბარათის ღირებულება 8 ლარი, ხოლო 20 ლარიანი ბარათის ღირებულება 17 ლარი იქნება. აღნიშნული ბარათებით მკითხველები ელექტრონული წიგნების შეძენას შეძლებენ.

თბილისის წიგნის მე-17 საერთაშორისო ფესტივალი ხვალ "ექსპოჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიხსნება. ფესტივალი 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია