თბილისში, მთაწმინდისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გასწვრივ წიწვოვანი ხეების უმრავლესობა გამხმარია. მთაწმინდამდე მიმავალი გზის მიმდებარე ტერიტორიებზე ხელოვნურად გაშენებული წიწვოვანი ტყეებია.
ხეების ხმობის პროცესი საკმაოდ დიდ ფართობზე ვრცელდება. რამდენიმე გამხმარი ფიჭვი უკვე მთაწმინდის პარკის გარეთ, ხეივანშიც შეინიშნება.