"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ..."

"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ..."

"Forbes Georgia"-ს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფიროსმანის ცნობილი ტილოს გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება.

"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? ეს იგივეა, ესპანელებმა თქვან, "დავიბრუნოთ პიკასო" და მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები მის გარეშე დატოვონ.

თან იმათ უარესად აქვთ საქმე - კოლექციონერები, როგორც წესი, უხვად ამოგზაურებენ კუთვნილ ტილოებს ექსპოზიციებზე, გამოფენენ მუზეუმებში, კვირეულებზე, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს. მის პოპულარიზაციაზე, აქტივისთვის ფასის გაზრდაზე ზრუნავენ, იცავენ საკუთრ ინვესტიციას. ბიძინამ კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილო, პიკასოს "დორა მაარი კატით" სეიფში ჩაკეტა და როდის იხილავს დღის სინათლ მხოლოდ ღმერთმა (იგულისხმეთ ბიძინა) იცის. ჩვეულებრივი პროვინციალისტური აზროვნებაა ასეთი მოწოდებები. ქართველი მხატვრები კი არ უნდა "დავიბრუნოთ" და ჩავკეტოთ შენობებში, რომლებსაც არავინ სტუმრობს, არამედ პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ, ხალხს ვაჩვენოთ, ცნობადობა და მნიშვნელობა გავზარდოთ. ეს არა მარტო მკვდარი, არამედ ცოცხალი ქართველი ხელოვნებისამი ინტერესის საწინდარია. როგორ შეიძლება ასე გარყვნილად გესმოდეს "ქართული კულტურა". კულტურა კედლები კი არა - ხიდებია. დანარჩენი სამყაროსთვის კარის ჩაკეტვა კულტურულობა კი არა, პაპუასობაა", - წერს შოთა დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, ფიროსმანის ტილო "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე გასაყიდად არის გატანილი და ის რუსულ არტად არის მოხსენიებული. ამ თემაზე კულტურის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეხმაურება "კრისტის" სააუქციონო სახლში 1 ივნისს დაგეგმილ აუქციონს, სადაც ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრის "არსენალის მთა ღამით" გაყიდვა იგეგმება. ნახატი რუსული ხელოვნების სექციაშია განთავსებული, თუმცა ლოტის აღწერისას მითითებულია, რომ მისი ავტორი ქართველია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიროგაძე უკვე ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს. შედეგად, უახლოეს მომავალში, მუზეუმი დაიწყებს მუშაობას იმ საკითხზე, რომ ქართველი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები არ მიაკუთვნონ რუსული არტის სექციას და მოხდეს ნამუშევრების იდენტიფიცირება შესაბამის განყოფილებასთან".

ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთგვარი კამპანია წამოიწყეს ცნობილმა ადამიანებმა. იცინი საზოგადოებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, რათა თანხა შეგროვდეს და ფიროსმანის ტილო ქართულ მუზეუმს დაუბრუნონ. ერთ-ერთი ასეთი მოწოდების ავტორი მომღერალი ნიაზ დიასამიძეა.

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა