რას ჭამს რიგითი ქართველი: ის, რაც მაღაზიებში ყველაზე მეტად იყიდება და პროდუქტები, რის ყიდვასაც მოქალაქეები ვერ წვდებიან

რას ჭამს რიგითი ქართველი: ის, რაც მაღაზიებში ყველაზე მეტად იყიდება და პროდუქტები, რის ყიდვასაც მოქალაქეები ვერ წვდებიან

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიზანი იმის გარკვევა იყო, თუ რა აწუხებს ქართველ მომხმარებელს და რამდენად აქტიურად იცავს საკუთარ ინტერესებს. კვლევამ მოიცვა კვებასთან დაკავშირებული მომსახურება, კომუნალური მომსახურება, ტრანსპორტის და ბენზინ/გაზგასამართი სადგურების მომსახურება, არასასურსათო-სამომხმარებლო პროდუქტების მიწოდება.

ამასთან, კვლევა ითვალისწინებდა რეკლამის გავლენის შესწავლას პროდუქტის/მომსახურების შეძენისას. პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 11 ქალაქში 1140 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოიკითხა.

ამავე კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა 1140-მა რესპოდენტმა დაასახელა საკვები პროდუქტები, რომელსაც ყველაზე ხშირად მოიხმარს და პროდუქტები, რომლებსაც ისინი ნაკლებად მოიხმარენ.

ყველაზე უფრო მოხმარებად სასურსათო პროდუქტებს მიეკუთვნება: პურეული, ბოსტნეული, ბურღულეული, კვერცხი, ცხიმები და ხილი.

ყველაზე ნაკლებად მოხმარებადი სასურსათო პროდუქტებია: ხორცეული, თევზეული, საკონდიტრო ნაწარმი, არაალკოჰოლური და ალკოჰოლური სასმელები.

მოსახლეობა ოჯახისთვის საჭირო პროდუქტებს ძირითადად სასურსათო მაღაზიასა და საკოლმეურნეო ბაზარში იძენს. ქსელური სუპერმარკეტებით სარგებლობის მაჩვენებელი 13%-ია. სასურსათო მაღაზიით სარგებლობის ძირითად მიზეზებს შორის დასახელდა: სახლთან სიახლოვე, პროდუქტის ნისიად წამოღების შესაძლებლობა და მიჩვევა. საკოლმეურნეო ბაზრით სარგებლობის ძირითადი მიზეზებია: გაცილებით დაბალი ფასები სხვა სავაჭრო ობიექტებთან შედარებით, პროდუქციის დიდი არჩევანი, სახლთან სიახლოვე და ახალი პროდუქციის ყიდვის შესაძლებლობა.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

momxmarebeli.ge-ზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია