მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქე გახდა

საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანებას ხელს თავად პრეზიდენტი აწერს.

ამასთან, სააკაშვილის მიერ უკრაინის მოქალაქეობის მიღება იმას ნიშნავს რომ იგი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის" შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს პირი, თუ იგი სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."