თაკო ჩარკვიანის ხელის მოწერაზე ''გიტარის თავში ჩარტყმით'' მოილხინეს

თაკო ჩარკვიანის ხელის მოწერაზე ''გიტარის თავში ჩარტყმით'' მოილხინეს

თაკო ჩარკვიანმა ინტერვიუს დასაწყისშივე აღნიშნა, რომ პირად ცხოვრებაზე საუბარი არ უყვარს, თუმცა ღიმილით გაიხსენა მეუღლესთან ერთად გატარებული წლები, შეყვარებულობის პერიოდი და მოგზაურობები. აღმოჩნდა, რომ წყვილის სიყვარულს დრომ ვერაფერი დააკლო, პირიქით, გააძლიერა.

- ქართველი ქალის კვალობაზე ცოტა გვიან დაოჯახდით...

- 27 წლის ასაკში გათხოვება წინასწარ არ დამიგეგმავს. პირველ რიგში, სწავლას მივხედე. საერთოდ, სიყვარული მოულოდნელად მოდის, შენზე არ არის დამოკიდებული, ვინ და როდის შეგიყვარდება. ბედისწერის მჯერა. მე და ჯონის ერთად ყოფნა გვეწერა. ჩვენი სიყვარული წლების მატებასთან ერთად გაძლიერდა, საერთოდ არაფერი მოჰკლებია. პირიქით, მყარი მეგობრობა დაემატა, რაც გრძნობებს აღრმავებს.

- შეგიძლიათ, შეყვარებულობის პერიოდი გაიხსენოთ?

- მე და ჯონის ერთი წელი ერთმანეთის კარგად გაცნობის საშუალება მოგვეცა. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ კონსერვატიული თაობის წარმომადგენლები ვართ, კაფეში, თეატრსა და კინოში დავდიოდით. 27 წლის ქალი აღარავის ეკითხება, შეუძლია თუ არა ფინჯანი ყავის დალევა ვინმესთან ერთად. ქართული ტრადიციებით აღმზარდეს, თუმცა ჩემთვის თავისუფლების ცნება ძალიან მნიშვნელოვანია. მამაჩემმა მასწავლა, რა არის თავისუფლება... ჯონი ჩემთან ოჯახშიც მოდიოდა, როცა მეგობრები ვიკრიბებოდით. ჩვენი სუფრა ყოველთვის სიმღერითა და ლექსით მთავრდებოდა.

- მშობლებმა არჩევანი მოგიწონეს?

- ჩემი მეუღლე ძალიან კომუნიკაბელური, ლაღი და სანდო კაცია. უამრავი ღირსებითაა შემკული. ეს პირველივე შეხვედრისას შევნიშნე. დედაჩემს ჯონი ძალიან მოეწონა და ადვილად დაუმეგობრდა. დღესაც, თუ რამე გაუჭირდება, პირველ რიგში, მას ურეკავს, მე ვეკითხები, ჩემი ნომერი არ იცი-მეთქი? იმ პერიოდში მამა უმეტესწილად გასული იყო, ახლა უკვე ერთად დაძვრებიან ლუდის დასალევად (იცინის). ბუნებრივი და ორგანული ურთიერთობები გვაქვს, არც ერთი არ ვთამაშობთ.

- მეუღლე განებივრებთ?

- ძალიან. სითბოს, სიყვარულსა და თანადგომას არ მაკლებს. მთელ ცხოვრებას მიფერადებს! ჩემთვის ძვირფას ადამიანებთან მეგობრობს. მეც ვცდილობ, იმავეთი ვუპასუხო. იცის, რომ სუნამოები ძალიან მიყვარს და ხშირად მჩუქნის.

- ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ხელი მოაწერეთ, მოგვიანებით კი ჯვარი დაიწერეთ... ქორწილი არსად გიხსენებიათ.

- ჩვენ ქორწილი არ გვქონია. ჯონის ორი შვილი ჰყავდა, ამიტომ ჩავთვალე, რომ ოჯახის შექმნის პომპეზურად აღნიშვნა საჭირო არ იყო. დღეს გერებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს. ხელის მოწერის შემდეგ 25 კაცი რესტორანში წავედით და, როგორც მამუკა ამბობს, თავში გიტარის ჩარტყმით მოვილხინეთ. ვიგრძენი, რომ ჩემი არჩევანით ქმარი გავახარე. ის არასდროს მეტყოდა, ქორწილს ნუ გავაკეთებთო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია