გიორგი მარგველაშვილი - 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი

გიორგი მარგველაშვილი - 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი

საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კატასტროფული სტატისტიკა აღარ განმეორდება. ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზე გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში, პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე მინდა, ხაზი გავუსვა ერთ სერიოზულ პრობლემას, რომელიც არამარტო პოლიციას, არამედ მთელ საზოგადოებას გვიპირისპირდება. 2014 წელი იყო ქალთა მიმართ განსაკუთრებული ძალადობის წელი. ჩვენ ამის ახსნა გვიჭირს დღეს, იმიტომ, რომ ეს არ არის ჩვენს ბუნებაში, ეს არ არის ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ მე მჯერა, რომ პოლიციელები კიდევ უფრო პროფესიონალურად, ფსიქოლოგიის და სხვა ბევრი დეტალის კარგი ცოდნით, შეძლებენ და ამ უმძიმეს დანაშაულს კიდევ უფრო აქტიურად შეებრძოლებიან. ამიტომ 2015 წელი მე გამოვაცხადე ქალთა წლად და დარწმუნებული ვარ, ის კატასტროფული სტატისტიკა, რაც 2014 წელს გვქონდა, წელს აღარ განმეორდება", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია