საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს სეტყვის საშიშროებაა - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს სეტყვის საშიშროებაა - ამინდის ვრცელი პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეტყვის საშიშროება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურიდან აცნობეს, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში არსებობს ძლიერი წვიმის ალბათობა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ელჭექის დროს ქარის შკვალური გაძლიერება.

ივნისის დასაწყისში საქართველოს ტერიტორიაზე იქმნება ხელსაყრელი პირობები კონვექციური ღრუბლების განვითარებისთვის. არსებული ვითარება აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გამოიწვევს სეტყვის საშიშროებას უმეტესად დღის მეორე ნახევარში. ელჭექის დროს კვლავ შესაძლებელია ქარის შკვალური გაძლიერება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია