"ლიბერთინსის" იუბილე სიურპრიზებით დატვირთულ და მხიარულ გარემოში ჩატარდა

"ლიბერთინსის" იუბილე სიურპრიზებით დატვირთულ და მხიარულ გარემოში ჩატარდა

გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსის" იუბილე სიურპრიზებით დატვირთულ და მხიარულ გარემოში ჩატარდა. გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტ "ლიბერთინსს" ერთი წელი შეუსრულდა . იუბილის აღსანიშნავად თბილისის წიგნის მე-17-ე საერთაშორისო ფესტივალის მესამე დასკვნით დღეს, "ექსპო ჯორჯიას" მეთერთმეტე პავილიონში, პროექტის ორგანიზატორებმა "ლიბერთინსის" იუბილე სხვადასხვა კოსტუმებში გამოწყობილ თინეიჯერებთან ერთად აღნიშნეს.

"ექსპო-ჯორჯიას" მეთერთმეტე პავილიონში სტუმრად მისულ თინეიჯერებს "პალიტრა L"-მა სხვადასხვა კონკურსი შესთავაზა, საკონკურსო კითხვები კი პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ნათარგმნი წიგნების შინაარსს შეეხებოდა. გარდა ამისა, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ საუკეთესო კოსტუმების მფლობელებიც. გამარჯვებულებს "პალიტრა L"-მა მინიატურული წიგნის ფორმის გულსაკიდები და "ბიბლუსის" 20 ლარიანი ვაუჩერები გადასცა.

ღონისძიების დასასრულს სტუმრად მისულ თინეიჯერებს "პალიტრა L" ტორტით გაუმასპინძლდა. სტუმრად მისული თინეიჯერები ღონისძიების ორგანიზებითა და საჩუქრებით მიღებულ სიხარულს ვერ მალავდნენ. მათ პროქტ "ლიბერთინსს" კიდევ უფრო განვითარება უსუსრვეს.

"ლიბერთინსის" იუბილეზე პროექტის ფარგლებში ნათარგმნი ამერიკელი მწერლის, ლუის ლოურის "გამღების" პრეზენტაციაც გაიმართა. სტუმრებს წიგნის ნახევარ ფასად შეძენა შეეძლოთ.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია