როგორ იქცევიან ქართველი მაღალჩინოსნები, როდესაც დიდი ფული სჭირდებათ - ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო

როგორ იქცევიან ქართველი მაღალჩინოსნები, როდესაც დიდი ფული სჭირდებათ - ტენდერებში გაყვლეფილი საქართველო

"გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები ბოროტად სარგებლობენ თანამდებობებით და ძალიან ამეტებენ უფლებამოსილებას"

"გამგეობებში არაკვალიფიციურობისა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების პიკია"

"კვირის პალიტრა" არაერთხელ წერდა, რომ რეგიონებში, ფაქტობრივად, უძრაობის ხანაა და კადრების არაკვალიფიციურობისა და უინიციატივობის გამო, ხალხში თანდათან მძლავრობს უკმაყოფილება. ამას თუ დავუმატებთ გავრცელებულ ინფორმაციას კორუფციულ ფაქტებზე, მივხვდებით, რომ სასწრაფოდ მისაღებია გადამწყვეტი ზომები. მაგალითად, რთული ვითარებაა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, რაზეც გუბერნატორის ადმინისტრაციაში უკვე დაუფარავად ლაპარაკობენ.

კობა არაბული, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე:

- დუშეთის მუნიციპალიტეტში გამოცხადებული ერთ-ერთი ტენდერის მიხედვით, ასფალტის დასაგებად 2.527.000 ლარია გამოყოფილი. გზის სიგრძე სულ 2,5 კილომეტრს შეადგენს. იმავე მუნიციპალიტეტში, ფაქტობრივად იდენტური პროექტისთვის, 2,9 კილომეტრი სიგრძის გზაზე ასფალტის დასაგებად გამოყოფილია 102.400 ლარი და ორივე შემთხვევაში შესასრულებელია ერთი და იგივე სამუშაო, მეტიც, 400 მეტრით უფრო გრძელ გზაზე სამუშაოები ბევრად მცირე თანხებით ფინანსდება. როდესაც ეს მონაცემები ვნახე, გზის მშენებლებს ვკითხე, ასფალტის დაგება რა ღირს-მეთქი. მათი თქმით, 2,5 კილომეტრი სიგრძის გზას არაფრით არ უნდა დასჭირდეს ორ-ნახევარი კი არა, მილიონი ლარიც კი. დაახლოებით 875.000 ლარია საჭირო. ხედავთ, რა თანხა რჩება ზედმეტი? რატომ? ხომ უნდა გაგიჩნდეს კითხვა?

სამწუხაროდ, ეს არ ანაღვლებთ არც მუნიციპალიტეტში და კითხვები არ უჩნდებათ არც იქ, სადაც ტენდერში გამარჯვებული უნდა გამოვლინდეს. 2.527.000 ლარად, სულ ცოტა, სამ 2,5 კილომეტრი სიგრძის გზაზე დავაგებდი ასფალტს. კიდევ ერთი ფაქტის შესახებ გიამბობთ: მცხეთაში ახალი სკვერი გაკეთდა, თუმცა, ფაქტობრივად, თავიდან არის ასაშენებელი. პროექტისთვის განსაზღვრული იყო 240.000 ლარი და როგორც ირკვევა, გააკეთეს რამდენიმე ხის გრძელი სკამი, ბავშვებისთვის ერთი პატარა ჩამოსასრიალებელი, შადრევანი, საიდანაც ამოფრქვეული წყალი არავის უნახავს, და განათება, რომელიც თავიდან არის გასაკეთებელი.

აშენდა ნაგებობა კაფესთვის, რომელსაც უკვე დასცვივდა მოსაპირკეთებელი ფილები. მიუხედავად ამისა, მერიამ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი იმის ნიშნად, რომ თურმე უკმაყოფილო არ იყო უხარისხო ნამუშევრით. სანამ ჩვენ არ მოვკითხეთ მკაცრად, რას უპირებენ საქმის უხარისხოდ შემსრულებელს და რატომ არ სთხოვენ პასუხს, მერიაში თავი არ შეუწუხებიათ ამ საკითხზე ფიქრით. მეტიც, აღმოჩნდა, რომ მერიას მშენებლისთვის 20.000 ლარით მეტი აქვს გადახდილი. ამაზე კი გვიპასუხეს, ბუღალტერს შეეშალაო. კარგი, შეეშალა, გასაგებია, მაგრამ ამდენი ხანია, ამდენი თვე, უკან რატომ არ ითხოვთ­ იმ თანხას-მეთქი?

მთელ რეგიონში კატასტროფული მდგომარეობაა, ტენდერები ტარდება, თითქოს საქმე უნდა გაკეთდეს და რეალურად შედეგი არ არის(!).

ძირითადად, ყველა ტენდერში ერთი და იგივე კომპანია იმარჯვებს, რომელსაც, ფაქტობრივად, არსად ბოლომდე არა აქვს შესრულებული ვალდებულება ან გადავადება აქვს გაურკვეველი მიზეზებით. მაგალითად, შპს "ინჟინერმა", რომლის ხელმძღვანელიც ვინმე გიორგი მამნიაშვილია, რამდენიმე ტენდერში გაიმარჯვა. კერძოდ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, 239.000 ლარად ასფალტი უნდა დაეგო რაზიკაშვილის ქუჩასა და მოედანზე. ვალდებულება 2014 წელს გადაუვადეს, თუმცა, ეს ვადაც გაუვიდა და ახლა ჯარიმდება. მას სხვა ტენდერით, 179.999 ლარად ასფალტი უნდა დაეგო იოსელიანის ქუჩის მეორე შესახვევში და უნდა მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. ამ შემთხვევაშიც ისარგებლა გადავადებით, აქაც გაუვიდა ვადა და ჯარიმდება. გიორგი მამნიაშვილის "ინჟინერს"

კიდევ ერთი ტენდერით სოფელ ჩარგალთან, სასაფლაოს გზაზე, ხიდი უნდა აეშენებინა 65.999 ლარად. სამუშაო ვერ შეასრულა და მიმდინარე წელს თავიდან გამოცხადდა ტენდერი. სოფელ გორისციხეში წყალსადენის მშენებლობას აწარმოებდა შპს "პიქსელ ჯგუფი", რომელმაც ასევე ვერ შეასრულა პირობები და ხელშეკრულება შეუწყდა. ასევე შეუწყდა ხელშეკრულება კიდევ ერთი სატენდერო შეთანხმების ჩაგდებისთვის - სოფელ ყანობში წყალსადენი უნდა გაეყვანა. ვერც სოფელ სნოში დაადგა თავი სანიაღვრე მილსადენის გაყვანას. ასევე, ეს კომპანია იყო გამარჯვებული ორ დამოუკიდებელ ტენდერში: დაბა სტეფანწმინდაში თბილისის ქუჩისა და ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლის რეაბილიტაცია ითავა, თუმცა, სამუშაო მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა. ეს ზღვაში წვეთია იმ პროექტებიდან, რომლებიც უკვე უნდა დასრულებულიყო და ხალხს შვება ეგრძნო, ჰქონოდა სახლამდე მისასვლელი გზა, სასმელი წყალი და ელემენტარული ადამიანური პირობები, რისთვისაც სახელმწიფო უამრავ თანხებს ხარჯავს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია