უნდა მარხულობდნენ თუ არა ბავშვები და ორსულები - "კურთხევა აუცილებლობის გამო ეძლევა და არა საქეიფოდ"

უნდა მარხულობდნენ თუ არა ბავშვები და ორსულები - "კურთხევა აუცილებლობის გამო ეძლევა და არა საქეიფოდ"

სწორი რელიგიური აღზრდა რომ პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს, ეს ცნობილი ამბავია. ასევე დიდი ნუგეში და იმედია ეკლესია ორსულის, მშობიარესა თუ მეძუძური დედისთვის. რომელი ასაკიდან უნდა დაიწყოს ბავშვის ეკლესიასთან დაახლოვება, უნდა მარხულობდნენ თუ არა ბავშვები, ორსულები ან მეძუძური დედები, როგორია ბავშვის ზიარების წესი ასაკის მიხედვით - ამ და სხვა საინტერესო კითხვებს mshoblebi.ge-სთვის წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- სასურველია ბავშვი ყოველ წირვაზე ვაზიაროთ. თუ დედა არ არის მორწმუნე და ნათლიას ან მეზობელს მიჰყავს, მღვდელმა მაინც უნდა აზიაროს. 2 წლის ბავშვი ნაჭამიც რომ იყოს, ვაზიარებთ, მაგრამ 3 წლის ზევით უზმოზე ეზიარება. გამონაკლისი შემთხვევები ყოველთვისაა და ამას მოძღვარი შემთხვევის შესაბამისად გაითვალისწინებს. 6-7 წლის ასაკიდან სავალდებულოა ბავშვმა აღსარება თქვას. ამ დროს ის უკვე ეჩვევა ტყუილებს, ბილწ აზროვნებას, მრისხანებას, ურჩობას. მღვდელი დამოძღვრავს, ყურადღებას მიაქცევს და საშუალებას მისცემს ჩაკლას სარეველა, რომელიც მის სულს აშთობს. თავს ნუ მოვიტყუებთ რომ პატარაა და ჯერ ვერაფერს ხვდება. დღევანდელი ბავშვის გონება მეტად განვითარებულია, ვიდრე წლების წინ იყო. კომპიუტერის, ტელევიზორისა და ტელეფონით უამრავ ინფორმაციას იღებენ. რომც დავუმალოთ, თავად ეძებენ. მშობელმა ადრეული ასაკიდანვე უნდა შეაყვაროს ლოცვა.

-აუცილებელია თუ არა მარხულობდეს ფეხმძიმე ან მეძუძური დედა? რა წესები არსებობს მათთვის?

- ორსულ დედებს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით ვაძლევთ კურთხევას, მისი ჯანმრთელობისთვის რაც აუცილებელია, უნდა მიიღოს. თუმცა აქვე უნდა განვსაზღვროთ, როდესაც რძის ნაწარმის კურთხევას ვაძლევთ, გემოთმოყვარეობაში არ უნდა გადაუვიდეთ. შეიძლება მიიღო რძე უმარილოდ, უშაქროდ. ასევე მიირთვა ყველი, მაგრამ არა ხაჭაპური, ელარჯი. კურთხევის მიცემა აუცილებლობით არის გამოწვეული და არა საქეიფოდ.

- როგორ უნდა მარხულობდე ბავშვი, რომელი ასაკიდან არის ეს დაშვებული და საერთოდ, რამდენად სწორია ბავშვის მარხვა?

- უნდა ვამარხულოთ ბავშვი, მაგრამ ყველაფრის აკრძალვა არ იგულისხმება.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია