პრეზიდენტი და პრემიერი იარაღით ხელში: ფოტოს ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

პრეზიდენტი და პრემიერი იარაღით ხელში: ფოტოს ისტორია, რომელმაც სოციალური ქსელი დაიპყრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისში, პოლიციელის დღესთან დაკავშირებით ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს ტექნიკა იყო წარმოდგენილი.

პრემიერი გამოფენაზე პრეზიდენტსა და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა და გიორგი მარგველაშვილმა სპეციალურად მოწყობილ სასროლეთში იარაღიდან ერთად ისროლეს.

შეგახსენებთ, რომ 31 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან: ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელორუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვადან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თანამშრომლებს პოლიციელის დღეს პირადად მიულოცა  და დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები დააჯილდოვა. მინისტრმა დაღუპული სამართალდამცველების ოჯახის წევრებს მედლები გადასცა. ვახტანგ გომელაურმა ასევე დააჯილდოვა მოქმედი პოლიციელებიც.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."