ცნობილია, რომ ”ფეისბუქზე” შენი მეგობრების სიაში მყოფ ადამიანებს შეუძლიათ ნებართვის გარეშე დაგამატონ ნებისმიერ ჯგუფში. ყველას ვინც სოციალურ ქსელებს ვიყენებთ გვაქვს მსგავსი გამოცდლება - უეცრად ფეისბუქის სიახლეების სვეტში ჩნდება რომელიმე ჯგუფის უინტერესო ინფორმაცია და თანაც თქვენ უკვე ამ ჯგუფის წევრი ხართ.
ფეისბუქ ჯგუფში გაწევრიანება ასე ხდება - ტეხავენ თქვენს ანგარიშს და თქვენ და ყველა თქვენს ფეისბუქ მეგობარს ამატებენ ჯგუფში. მიზანი არის სასურველი ინფორმაციის თქვენს ფეისბუქში გამოჩენა.როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? ირღვევა თუ არა ამ დროს ჩვენი, როგორც ფეისბუქის მომხმარებლის უფლებები? წარმოგიდგენთ რამდნეიმე რჩევას, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თავიდან აირიდოთ ასეთი შემთხვევებით გამოწვეული დისკომფორტი.
1. პირველ რიგში, გაამკაცრეთ საკუთარი "ფეისბუქის" დაცვა. შეცვალეთ პაროლი და აირჩიეთ გრძელი, სიმბოლოებით, რიცხვებით და ასოებით დატვირთული კომბინაცია. ამის პარალელურად გამოცვალეთ პაროლი მეილზეც, რომელიც მიბმული გაქვთ "ფეისბუქზე". და რაც ყველაზე მთავარია, აკავშირებთ თქვენს "ფეისბუქს" მობილურ ტელეფონთან. შედიხართ security-ში, ირჩევთ ქვევით სქრინზე მოცემულ კატეგორიას, უთითებთ თქვენი მობილური ტელეფონის ნომერს და ყოველ ჯერზე, როდესაც "ფეისბუქზე" შეხვალთ, სმს-ის სახით მოგივად სპეციალური კოდი, რომლის გარეშეც ვერც თქვენ და ვერც სხვა ვერ შეძლებს ჰქონდეს წვდომა თქვენს პროფილზე.

2. როდესაც მოხდება თქვენი დამატება არასასურველ ჯგუფში, შედიხართ ჯგუფის გვერდზე, ასრულებთ სქრინზე ასახულ მოქმედებას, რის შედეგადაც თქვენ დატოვებთ ჯგუფს.

თუმცა თუ გსურთ, რომ მეორედ აქ აღარასოდეს მოხვდეთ, დამატებით უთითებთ ქვევით სქრინზე არსებულ გრაფაში, რომ აღარავის ჰქონდეს შესაძლებლობა დაგამატონ ამ ჯგუფში.

დაბოლოს, თუ გაინტერესებთ ყველა ის ჯგუფი, რომელშიც თქვენი სურვილით, ან თქვენდა უნებურად ხართ გაწევრიანებული, იხილეთ ეს სქრინი.
