"ყველა ბავშვი - ყველას ბავშვია" - პრეზიდენტი და პირველი ლედი პატარებთან ერთად, "მზის ფესტივალზე"

"ყველა ბავშვი - ყველას ბავშვია" - პრეზიდენტი და პირველი ლედი პატარებთან ერთად, "მზის ფესტივალზე"

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ "მზიურში" აღნიშნეს, სადაც ამ დღესთან დაკავშირებით ყოველწლიური "მზის ფესტივალი" გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პატარებს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ავრცელებს.

"ძვირფასო ბავშვებო, გულითადად გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს. ამ დღეს გილოცავთ მშობლებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებს - ყველას, ვინც ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდას დაუკავშირეთ. ბავშვები ჩვენი მომავლის ყველაზე თვალსაჩინო განსახიერებაა. როგორც ვიზრუნებთ მათზე, ისეთი იქნება ჩვენი ხვალინდელი დღე. ჩვენ ყველას გვაკისრია პასუხისმგებლობა შევქნათ იმგვარი გარემო, სადაც ჩვენი შვილები სრულფასოვნად გაიზრდებიან და ღირსეულ, პროფესიონალ, პატრიოტ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან. ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ კარგი ჯანდაცვა და განათლება, სათანადო სოციალური პირობები", - ნათქვამია პრეზიდენტის მისალოცში.

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მისთვის, როგორც პრეზიდენტისა და მოქალაქისთვის, რთულია შეინარჩუნოს სადღესასწაულო განწყობა, როდესაც იცის, რომ ათასობით ბავშვი ჩვენ ქვეყანაში ჯერაც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.

"არსებობს შვედური გამოთქმა: "ყველა ბავშვი - ყველას ბავშვია". ვისურვებდი, რომ სწორედ ასეთი განწყობით მივუდგეთ ყველა - ხელისუფლება, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი - გამოწვევას, რომელიც ჩვენი მომავლის სახელით დაუყოვნებლივ გადაჭრას ითხოვს. ბედნიერებას, ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და მშვიდობას ვუსურვებ ჩვენ შვილებს", - აღნიშნულია პრეზიდენტის მისალოცში.

იხილეთ გალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია